ეს სიმპტომები მიგითითებთ იმაზე, რომ თქვენ მეტი წყალი გჭირდებათ!

2857
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ეს სიმპტომები მიგითითებთ იმაზე, რომ თქვენ მეტი წყალი გჭირდებათ!

ზაფხულის სიცხეებს ადამიანი დეჰიდრაციისკენ მიჰყავს. თქვენ ახლაც კი შეიძლება არ იცოდეთ, გაკლიათ თუ არა წყალი. ჩამოგითვლით დეჰიდრაციის სიმპტომებს:

გაქვთ თავის ტკივილები; სანამ ტკივილგამაყუჩებლისკენ გაიწევთ, ერთი ჭიქა წყალი სცადეთ. თქვენი ტვინი წყლის ყველაზე დიდ რაოდენობას მოითხოვს. სისხლის მოძრაობა, ჟანგბადის მიწოდება – აი რა სარგებლობა მოაქვს წყალს ტვინისთვის. თუ კი ის საკმარისი არ არის, ჩვენ თავის ტკივილს ვგრძნობთ ხოლმე.

თავბრუ გეხვევათ; როცა დეჰიდრაციას განიცდით და ტვინში ჟანგბადის მიწოდება მცირდება, თქვენთვის მსოფლიო ტრიალებს, მხედველობა ბუნდოვანი ხდება. საბოლოოდ კი თავბრუსხვევას გრძნობთ. ეცადეთ წყალი რაც შეიძლება მალე დალიოთ.

ხართ დაღლილი – ყოველთვის; დიახ, შეიძლება მოთენთილობა გულისხმობდეს იმას, რომ თქვენ მეტი ძილი გჭირდებათ. თუმცა მეორე მხრივ ეს დეჰიდრაციის ბრალიც შეიძლება იყოს.

არასასიამოვნო სუნთქვა; პირიდან არასასიამოვნო სუნი ამოგდით? იქნებ წყლის დალევა გეცადათ? ჰიდრირებული სხეული გამოყოფს ნერწყვს, რომელიც კლავს ბაქტერიებს. ცოტა ნერწყვია? მაშასადამე უფრო მეტი ბაქტერიაა. მეტი ბაქტერია კი უსიამოვნო სუნს უდრის.

თქვენი კანი გამომშრალია: დეჰიდრაცია კანსაც აშრობს. თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ და შენიშნეთ, რომ ის გამოშრა, ეს დეჰიდრაციას ნიშნავს.

საჭმელს კარგად ვერ ინელებთ: გაქვთ დისპესია ან საჭმლის მონელება გიჭირთ? შესაძლებელია თქვენ უბრალოდ წყლის დალევა გჭირდებათ. ნორმალური ჰიდრაციის დროს კუჭ-ნაწლავი იწმინდება და მუშაობს ისე, როგორც რეგულარულად.

თქვენი შარდი სხვა ფერისაა: თქვენი შარდი ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, იმის გასაგებად გაკლიათ თუ არა წყალი. დღეში თქვენ შარდი 6-7-ჯერ უნდა გამოყოთ და ის უნდა იყოს თეთრი ან ღია ყვითელი. სხვა შემთხვევაში წყალი დალიეთ. სიცხეები: ზოგჯერ სიცხეები უბრალოდ ორგანიზმის დეჰიდრაციას უკავშირდება.

კუნთების ტკივილი; თქვენ კუნთები გტკივათ. იცით, რომ მათი 80 % წყალია? ხოლო ამ უკანასკნელის ნაკლებობა ტკივილს იწვევს.

არ ოფლიანობთ; ვარჯიშის დროს რამდენს ოფლიანობთ? გამოყოფთ თუ არა ოფლს რეგულარულად? თუ ამ კითხვაზე პასუხი არაა, მაშინ ეცადეთ მეტი წყალი დალიოთ.

აუცილებლად სანახავი: ლიმონიანი წყლის დილით დალევის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

frenis kompensacia
frenis kompensacia