ამ არომატული და გემრიელი დესერტის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო დაგჭირდებათ!

727

ცომისთვის დაგჭირდებათ:

• 1 ჭიქა არაჟანი
• 250 გრ. კარაქი
• 0,5 ჩ. კ სოდა
• ფქვილი (რამდენსაც ცომი მოითხოვს)

შიგთავსისთვის დაგჭირდებათ:

• ყაყაჩოს თესლი
• ნიგოზი
• შაქარი

მომზადება:

1. ერთმანეთში აურიეთ 2 ჭიქა ფქვილი და დაჭრილი, ცივი კარქი. შემდეგ კი ხელით გადაურიეთ ისინი ერთმანეთში. უნდა მიიღოთ ფხვიერი მასა.

2. დაუმატეთ მიღებულ მიქსს სოდა და არაჟანი.კარგად აურიეთ და ჩაუმატეთ ფქვილი იმ რაოდენობით, რომ შედეგად პელმენის ცომის კონსისტენციის მასა მიიღოთ. მიეცით ცომს ბურთის ფორმა და შეინახეთ მაცივარში ნახევარი საათით.

3. მოამზადეთ ყაყაჩოს შიგთავსი: ამისთვის ყაყაჩოს თესლი უნდა დაფქვათ ყავის საფქვავში, მოასხით მას ცხლი წყალი (არც ისე ბევრი რაოდენობით) და ხარშეთ 10 წუთით. დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ.

4. გადაურიეთ ძალიან წვრილად დატეხილი ნიგოზი შაქარს (შეგიძლიათ ცომის გასაბრტყელებლით გადაუაროთ მას, ასე უფრო მეტ ცხიმს გამოყოფს), და ნიგვზის შიგთავსიც მზად იქნება.

5. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გააბრტყელეთ ძალიან თხლად. დაჭერით იგი სამკუთხედებად.

6. მოათავსეთ თითოეულ მათგანში შიგთავსი და დაახვიეთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

7. აცხვეთ ხვეულები 15 წუთის განმავლობაში 180 გრადუს ცელსიუზე გახურებულ ღუმელში. მზა დესერტს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

frenis kompensacia
frenis kompensacia