თაფლის რომელი სახეობები გამოიყენება სხვადასხვა დაავადების დროს? ამის ცოდნა საჭირო და აუცილებელია

1473

თაფლის რომელი სახეობები გამოიყენება სხვადასხვა დაავადების დროს? ამის ცოდნა საჭირო და აუცილებელია

აკაციის თაფლი

განსაკუთრებით სასარგებლოა როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის.  თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებების დროს მისწრებაა ამის გამოყენება.

წაბლის თაფლი

გამოიყენეთ კუჭ-ნაწლავის და თირკმელების დაავადებების დროს, ასევე ამაგრებს სისხლძარღვებს და იმუნიტეტს.

ცაცხვის თაფლი 

მიირთვით გაციების და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს. ეხმარება ღვიძლის, თირკმელის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთების მკურნალობისას, ამაგრებს გულის კუნთს.

მინდვრის თაფლი

მას  გააჩნია ანტიმიკრობული და ანთებითსაწინააღმდეგო თვისებები. რეკომენდებულია თავის და კუჭის ტკივილის დროს, გულისცემის, უძილობის და ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს.

მზესუმზირის თაფლი

გულის დაავადებების, ბრონქიალური ასთმის, ოსტეოქონდროზის, ნევრალგიების დროს დაგეხმარებათ. მას აქვს მატონიზირებელი ეფექტი.

სამყურას თაფლი

გინეკოლოგიური დაავადებების დროს, ასევე შველის ბუასილს და ასტენიას. გააჩნია შარდმდენი და ამოსახველებელი მოქმედება.

საავადმყოფოებში უკვე იყენებენ თაფლს ჭრილობების შესახორცებლად, თუმცა თაფლს კიდევ ბევრი, სხვა სამკურნალო თვისებები აქვს და მისი გამოყენება სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება.

თაფლს აქვს დაღლილობისა და ანემიის საწინააღმდეგო მოქმედება

ანემია ჰემოგლობინის ნაკლებობით არის გამოწვეული (რომელიც ჟანგბადის ტრანსპორტირებას ახდენს), რაც იწვევს დაღლილობას, სიფერმკრთალეს, ქოშინს – ფიზიკური დატვირთვისას.

თაფლი შეიცავს აუცილებელ ელემენტებს, რაც ამ პროტეინის შესაქმნელად არის საჭირო: რკინას, სპილენძს, მაგნეზიუმს, B6 და B9 ვიტამინს. გარდა ამისა, გლუკოზის არსებობა სწრაფად გამოაცოცხლებს ორგანიზმს ფიზიკური და ინტელექტუალური დაღლილობის დროს.

წიწიბურას, რაფსის და ნაძვის თაფლი აუმჯობესებს ორგანიზმის ამტანობას: 

თაფლის შაქრები ძირითადად წარმოდგენილია გლუკოზისა (18%) და ფრუქტოზის (80%) სახით. ამ ორეულს განსაკუთრებით ეძებენ სპორტსმენები.

პირველი არის „სწრაფი“ (სწრაფად ხდება მისი შეწოვა) ხოლო მეორე „ნელი“ მოქმედების შაქარი. შედეგად შეჯიბრების დაწყებისას ჩვენ გვაქვს გამოსაყენებლად მზა შაქარი.

აუცილებლად სანახავი:როგორ უნდა მოიშოროთ უსიამოვნო სუნი ფეხიდან ყველაზე სწრაფი და ეფექტური ხერხი.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia