Სამკურნალო რეცეპტები მხედველობის აღსადგენად - შეარჩიეთ თქვენი გემოვნების მიხედვით.
რა სახის მხედველობის დარღვევა არსებობს?
მკაფიო მხედველობისთვის აუცილებელია რქოვანისა და ბროლის საუკეთესო კოორდინაცია. მხედველობა-დაქვეითებული თვალი ჰგავს არეული ფოკუსის მქონე კამერას, რომელიც ბუნდოვან სურათებს იღებს.
ახლომხედველობა (მიოპია)
ახლომხედველობის დროს თვალის ღერძი დაგრძელებულია ან მომატებულია რქოვანას გარსის შუქგარდამტეხი ძალა. შედეგად სხივი იკრიბება ერთ წერტილში ბადურის წინ, ხოლო ბადურაზე სურათი დაბინდულია.
შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია)
შორსმხედველობის დროს თვალის ღერძი დამოკლებულია ან რქოვანას გარსის შუქგარდამტეხი ძალა დასუსტებულია. შუქის სხივი იკრიბება ბადურის უკან და ბადურაზე სურათი ბუნდოვნია.
ხალხურ მედიცინაში მოიპოვება მარტივი რეცეფტები, რომლებიც მართლაც ეფექტურია საწყის ეტაპზე.
Შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ახალი მოცვი და ჟოლო. სხვათა შორის, მოცვი მხედველობის გასაუმჯობესებლად ერთ -ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება - მიირთვით შეზღუდვების გარეშე.
მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში სამ -ოთხ საათში ერთხელ, ლიმონის 2 ნაყოფი. დალიეთ მწვანე ჩაი.
Დაასხით 6 დიდი სუფრის კოვზი დაფქული მშრალ ხორბალს 1 ჭიქა გაწმენდილი წყალი და ადუღეთ სანამ მოცულობის მეოთხედი არ აორთქლდება. დალიეთ მზა ბულიონი ერთი დიდი კოვზი ხუთჯერ დღეში.
შეურიეთ 1/4 ჩაის კოვზი თაფლი 1/2 ჭიქა ძლიერ ჩაის ფოთლებს. მზა ნარევი ეფექტურია მხედველიბის გადაუმჯობესებლად. ხუთი წვეთი სამჯერ დღეში.
დალიეთ 1 ჭიქა თაფლიანი წყალი. ღამით ერთი ჩაის კოვზი თაფლი გაახსენით 1 ჭიქა წყალში, ღამით დატოვეთ და დილას მიირთვით.
აუცილებლად სანახავი:ორეგანო, იგივე თავშავა, კურნავს ყველაზე რთულ დაავადებებს.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.