თევზის სახეობა ტილაპია, დღესდღეობით, ფართოდაა გავრცელებული. აზია-აფრიკის გარდა, მის კულტივირებას ეწევიან: ლათინურ ამერიკაში, აშშ-ში, რუსეთში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ამრავლებენ და ზრდიან ჩინეთში, საიდანაც სხვადასხვა ქვეყნებში ხორციელდება მისი ექსპორტი(ფილეების სახით).
გარდა იმისა, რომ ეს თევზი ძალიან გემრიელია მას უარყოფითი მხარეც აქვს. აშშ-ში ტილაპიას ორგანიზმში გარკვეული ჰორმონი შეჰყავთ, რაც შემდეგ მის ზრდას უმოკლეს დროში იწვევს.
ფერმაში მსგავსად დამუშავებული თევზი ბევრად საზიანოა, ვიდრე ახალი დაჭერილი თევზი, რადგან ჰორმონი მის გაზრდასთან ერთად მოწამვლასაც იწვევს და ეს ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
როგორც ამბობენ ტილაპიას ჭამას ახალი დაჭერილი ორაგული ჯობია.
ტილაპიაში ძალიან მცირე რაოდენობითაა პროტეინი და მისი მირთმევის შემდეგ ორგანიზმი ნელ-ნელა იწამლება მომწამლავი ნივთიერებით, რომელსაც დიოქსინი ეწოდება. ამ ნივთიერების ორგანიზმიდან გამოყვანა კი ძალიან ძნელია და შესაძლოა მან ორგანიზმში 7-11 წლის განმავლობაში იარსებოს.
და ბოლოს, ტილაპია 11-ჯერ უფრო მეტად შეიცავს დიოქსინს, ვიდრე ახალი დაჭერილი საკვებად ვარგისი ველური თევზი.