როგორ შევინარჩუნოთ ვიტამინი C  ხილ-ბოსტნეულში? – ამის ცოდნა აუცილებელია

296

როგორ შევინარჩუნოთ ვიტამინი C  ხილ-ბოსტნეულში? - ამის ცოდნა აუცილებელია

მნიშვნელოვანია, რომ C ვიტამინის ადექვატური რაოდენობა ორგანიზმში ბევრად უფრო ზრდის В1, В2, A, E ვიტამინების, პანტოტენისა და ფოლიუმის მჟავეების მდგრადობას.

ჰორმონები, რომელთაც თირკმელზედა ჯირკვალი გამოჰყოფს, შეიცავენ უფრო მეტ ასკორბინს, ვიდრე სხეულის რომელიმე სხვა ნაწილი.

ვიტამინი C ეხმარება ამ ,,სტრესული’’ ჰორმონების გამოყოფას და იცავს ორგანიზმს ტოქსინებისაგან, რომლების წარმოიქმნება მათი მეტაბოლიზმის (გარდაქმნის) პროცესში.

ჩვენ ორგანიზმს არ შეუძლია ვიტამინი C მოიმარაგოს,ამიტომ, აუცილებელია მისი მუდმივად დამატება. იმდენად, რამდენადაც იგი წყალში ხსნადი ვიტამინია და ტემპერატურის მოქმედებას განიცდის, თერმული დამუშავებით საკვების დამზადების შედეგად იშლება.

ვიტამინი C იშლება ხანგრძლივი გაცხელების, სპილენძსა და რკინასთან შეხებისას და ატმოსფერული ჟანგბადის ზემოქმედებით, ამიტომ ზედმეტად ნუ ხარშავთ ხილ-ბოსტნეულს. მათი დამუშავებისათვის გამოიყენეთ უჟანგავი დანები და სახეხი.

მოხარშვისათვის ალუმინის, ემალირებული, უჟანგავი ფოლადის და
ცეცხლგამძლე მინის ქვაბები გამოიყენეთ.

წვნიანსა და კომპოტში შეგიძლიათ ლიმონმჟავის ჩამატება. მჟავე არეში ვიტამინი C ნაკლებად იშლება. ვიტამინების დანაკარგი შემცირდება, თუ ნაყოფებს მდუღარე წყალში ჩავყრით მოსახარშად.

კარტოფილის ამგვარი ხარშვისას ვიტამინ C -ს მხოლოდ 1% იკარგება, ცივ წყალში კი – 35%.

უკიდურესად არასტაბილურია პროდუქტები თერმული დამუშავების დროს, 60 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა მისთვის დამანგრეველია, ამიტომ უმჯობესია ხილის სასმელების მომზადება გრილი წყლით, ხოლო ჯემის გაკეთება მიზანშეწონილია არა უმეტეს ხუთი წუთის განმავლობაში.

აუცილებლად სანახავი:როგორ შევაჩეროთ შაკიკი რამდენიმე წამში ერთი ინგრედიენტი და 100% იანი შედეგი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

frenis kompensacia
frenis kompensacia