ჩემი ოჯახის ყველა წევრი ამ მეთოდებით მკურნალობს დამწვრობას -დიდი ბებიის დატოვებული რეცეპტები

1304

ჩემი ოჯახის ყველა წევრი ამ მეთოდებით მკურნალობს დამწვრობას -დიდი ბებიის დატოვებული რეცეპტები

დამწვრობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაზიანებაა ბავშვთა ასაკში. განასხვავებენ თერმულ, ქიმიურ, ელექტრულ და სხივურ (რადიაციულ) დაზიანებებს.

თერმულ დაზიანებას იწვევს მაღალი ტემპერატურა, ცეცხლის ალი, ცხელი ადუღებული სითხე, გავარვარებული მკვრივი საგნები, (უთო) ორთქლი, მზის სხივები და სხვა. დამწვრობის სიმძიმეს განსაზღვრავს დამწვარი ზედაპირის  ფართობი და სიღრმე.

მშობელმა უნდა იცოდეს როგორ მოიქცეს დამწვრობის პირველსავე  წუთებში, რადგან არასწორად გაწეული პირველადი დახმარება ხელს უშლის დამწვრობის შემდგომ მკურნალობას, ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას და ზოგჯერ სავალალო  შედეგსაც იწვევს.

მოდით ვუწამლოთ დამწვარ კანს

სამი შვილიშვილი მყავს, სოფლად ვცხოვრობთ და ზამთარი ისე არ ჩაივლის, რომელიმემ ღუმელზე რამე არ დაიწვას. რა აღარ ვცადეთ და ბოლოს დავასკვენით, რომ დამწვრობისთანავე დაზიანებულ ადგილზე წყლის დასხმას არაფერი სჯობს.

შესაძლებელია წყლის მაგივრად ალოეს წვენის, თეთრი ღვინის დასხმა, თაფლის წასმა, გახეხილი უმი კარტოფილის დადება, ფქვილის შეფრქვევა, თუმცა ეს საშუალებები მხოლოდ წვას აჩერებს.

როგორც კი წვა დაცხრება, დამწვარზე მაშინვე უნდა დაიდოთ მალამო, რომელიც იოლად მზადდება შინაურ პირობებში, მაგრამ სამკურნალო თვისებებით ძვირადღირებულ წამლებს არაფრით ჩამოუვარდება.

– აიღეთ 1 ჭიქა მცენარეული ზეთი, მცირე ხანს ადუღეთ და ქურიდან გადმოდგით. ოდ-
ნავ რომ შეგრილდება, დაუმატეთ 50 გრამი თაფლის სანთელი და 20 გრამი სუფთა პარაფინი, კარგად მოურიეთ და გაცივება აცადეთ. როგორც კი გაცივდება, დაუმატეთ 1 კვერცხის გული და 2 აბი სტრეპტოციდი. ისევ კარგად ათქვიფეთ და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.

აუცილებლად სანახავი:ის, რაც აქამდე არ იცოდით-დაფნის ფოთლის საოცარი თვისებები , იცით, რომ ძალიან ღრმა ნაოჭებსაც კი ასწორებს დაფნა?!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia