როგორ განვიკურნე ფსორიაზისგან- გაგიზიარებთ საკუთარ წარმატებულ საშუალებებს

1224

როგორ განვიკურნე ფსორიაზისგან- გაგიზიარებთ საკუთარ წარმატებულ საშუალებებს

მინდა გასწავლოთ საშუალება, რომლითაც თავის თმოვანი ნაწილის ფსორიაზი მოვირ-
ჩინე.

რა არ გადავიტანე: წლების განმავლობაში ვმკურნალობდი მალამოებით, რაკი გადამ-
დები არ ვიყავი, ბიულეტენს არ მაძლევდნენ; დავდიოდი დაუბანელი თმით და თავი ისე მექავებოდა, სირცხვილით, აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი.

- ეს მეთოდი მიკარნახა კრეიპის წიგნმა „წყლით მკურნალობა“: თავს ვყოფდი ცივი
წყლით სავსე ჭურჭელში და დაახლოებით ერთ წუთს ვაჩერებდი.

შემდეგ თმას ვიწურავდი, მაგრამ არ ვიმშრალებდი, ხოლო მხრებზე ვიფენდი პირსახოცს, რომელიც ჩამოწრეტილ წყალს იწოვდა. ასე დავდიოდი სახლში თმის გაშრობამდე.

– ვინაიდან ონკანისთვის თავის შეშვერა მიჭირდა, თავდაპირველად თმას ანადუღარ
გრილ წყალში ვისველებდი და თანდათანობით მასში პირდაპირ ონკანიდან ვამატებდი წყალს. ასე ვიქცეოდი ყოველ საღამოს ერთი თვის განმავლობაში. მეტი აღარც დამჭირვე-
ბია.

თუ ამ მეთოდის გამოყენებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ სახლში უნდა თბილოდეს. დაუშვებელია ორპირი ქარი. თუ შეძლებთ, კარგი იქნება, პროცედურა დღეში 2-3-ჯერ გაიმეოროთ.

ფსორიაზი რომ აღარ გაგიმწვავდეთ, მოამზადეთ ქვემოთ მოცემული რეცეპტები

ამ საშუალებების გამოყენება შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს, თუ ფსორიაზი გაგიმწვავდათ.

ნივრის ცოცხალი წვენი ან ფაფა თაფლით შეაზავეთ და მიიღეთ.

120 გრამ ხმელ დაფნის ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 10 წუთს, გადაწუ-
რეთ და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში სამ ულუფად. სვით 5-7
დღეყოველდღე.

დალიეთ 2 მლ უშაქრო ქაცვის ზეთი.

აიღეთ 60 გრამი ჭინჭრის ყვავილი და ფოთოლი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე და დააყენეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ 100 მლ.

10 გრამ ორკბილას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე. ჩადგით 30 წუთით მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ, შეავსეთ მდუღარე წყლით 200 მლ-მდე. მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

აუცილებლად სანახავი:ის, რაც აქამდე არ იცოდით-დაფნის ფოთლის საოცარი თვისებები , იცით, რომ ძალიან ღრმა ნაოჭებსაც კი ასწორებს დაფნა?!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia