დღეს გაგიზიარებთ როგორ ვებრძვი პანკრეატიტს

471

დღეს გაგიზიარებთ როგორ ვებრძვი პანკრეატიტს

1991 წელს მძიმედ გავხდი ავად, გავყვითლდი და ერთ კვირაში 13 კილოგრამი დავიკელი. დიაგნოზი მთელი 4 თვე ვერ დამისვეს, რადგან ანალიზებმა არაფერი აჩვენა. მხოლოდ ტომოგრაფიის შედეგად გაირკვა, რომ პანკრეასის თავში კისტა მქონია.

იმ დროისთვის პრაქტიკულად აღარ მიმუშავებდა საჭმლის მომნელებელი სისტემა, ერთ კილოგრამიანი ტვირთის დაჭერაც კი არ შემეძლო, მარჯვენა გვერდში აუტანელი ტკივილის შეტევა
მეწყებოდა.

გასტროენტეროლოგიური განყოფილებიდან გამოწერის შემდეგ მკურნალმა ექიმმა მითხრა, რომ მთელი სიცოცხლე მომიწევდა ფერმენტებისა და წამლების მიღება, თანაც 6 თვეში ერთხელ გამოკვლევა უნდა ჩამეტარებინა.

წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდებოდი, მაგრამ ერთმა ახალგაზრდა ექიმმა მირჩია, ძირითადი მკურნალობის პარალელურად მიმეღო მცენარეული საშუალებები, ერთი ნაყენის მომზადებაც კი მასწავლა,
თანაც მირჩია, საკუთარ თავს დავკვირვებოდი მიხვდები, რა გწყენს და რა გიხდებაო.

გადავყარე ტაბლეტები, დავიწყე მცენარეებით მკურნალობა და ეკლესიაში სიარული. ვაკვირდებოდი, ამათუიმ პროდუქტზე როგორ რეაგირებას მოახდენდა ჩემი ორგანიზმი.

შევამჩნიე, რომ მარჯვენა ფერდის ქვეშ ტკივილის ხანგრძლივი შეტევები მაშინ მეწყებოდა, როცა საჭმელში წვეთი რძე მაინც ერია ან მძიმე ტვირთს (მაგალითად, სურსათის ჩანთას) ავწევდი.

ვჭამდი მხოლოდ მოხარშულ ხორცს და ბოსტნეულს (თავდაპირველად
ვაქუცმაცებდი კიდეც), რუხ პურს, უარი ვთქვი ტკბილეულზე. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ იდეალურია მოცხარისა და ხურტკმლის მურაბა. თუ გულძმარვას ვგრძნობდი, ნაბეღლავს ან ბორჯომს ვსვამდი.

ჯანმრთელობა თანდათან დამიბრუნდა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ერთხელაც არ მიმიმართავს ექიმისთვის და არც გამოკვლევა ჩამიტარებია, ვენდობი ინტუიციასა და საკუთარ გამოცდილებას.

ახლა 56 წლის ვარ, თავს მშვენივრად ვგრძნობ. ახლა კი იმ ნაყენის რეცეპტს გაგაცნობთ, რომელსაც დიეტის
პარალელურად ვსვამდი:

- ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის სიმინდის ულვაში, გულყვითელა, გვირილა, პიტნა, თუ მჟავიანობა დაქვეითებული გაქვთ, მრავალძარღვაც.

1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით დახლოებით 800 მლ მდუღარე წყალი და 15 წუთით ჩადგით ცხელი წყლის აბაზანაში. შემდეგ 45 წუთის განმავლობაში დააყენეთ, ბოლოს გაფილტრეთ.

ნაყენი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 5 დღის განმავლობაში.

მიღების წესი: 1/4 ჭიქა უნდა გააზავოთ 3/4 ჭიქა წყალში და მიიღოთ თბილი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

აუცილებლად სანახავი:ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ , გასაოცარი შედეგი აქვს.

frenis kompensacia
frenis kompensacia