დაგჭირდებათ:
• 200 გრ. ალუბალი
• 200 მლ. კეფირი
• 3 ც. კვერცხი
• 1 ჭიქა ფქვილი
•1,5 ჩ. კ გამაფხვიერებელი
• 1 ჭიქა შაქარი
• 1 ჩ. კ კარაქი
• შაქრის პუდრა გემოვნებით
მომზადება:
1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუს ცელსიუსზე. გაასუფთავეთ ალუბალი კურკისგან და დააწყვეთ ცხრილზე, რომ დაიწუროს და წვენისგან გათავისუფლდეს.
2. გათქვიფეთ შაქარი და კვერცხი ჯამში მანამ, სანამ არ გაჩნდება პატარა ჰაერის ბუშტები. შემდეგ ჩაასხით კეფირი და კარგად აურიეთ.
3. გადაურიეთ თხევად მასას ფქვილი და გამაფხვიერებელი. დაარეგულირეთ ფქვილის რაოდენობა ისე, რომ ცომი ფენქეიქების ცომს დაემსგავსოს, ანუ ოდნავ რთულად შორდებოდეს კოვზს.
4. 18 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე საცხობი ჭურჭელი დაამუშავეთ კარაქით და მოათავსეთ მასში ცომი. გადაანაწილეთ ალუბალი ცომზე თანაბრად. აცხვეთ 40-45 წუთის განმავლობაში.