თუ ოფლიანობა გაწუხებთ, ჩვენ დაგეხმარებით ამ პრობლემის მარტივად გადაჭრაში

587
frenis kompensacia
frenis kompensacia

თუ ოფლიანობა გაწუხებთ, ჩვენ დაგეხმარებით ამ პრობლემის მარტივად გადაჭრაში

ბავშვობიდანვე მაწუხებდა ერთი პრობლემა: როგორც კი ტემპერატურა 20 გრადუსს ასცდებოდა, მეწყებოდა საშინელი ოფლიანობა. თუ ფეხით სიარული მომიწევდა, სიცივეშიც კი ვოფლიანდებოდი.

ექიმები მეუბნებოდნენ, რომ არაფერი მჭირდა, უბრალოდ, ასეთი ნივთიერებათა ცვლა მქონდა, მაგრამ როგორი საქმეა, ახალგაზრდა ქალს გამუდმებით
გეშინოდეს, ოფლის სუნი ხომ არ მდისო.

თავდაპირველად ოფლის საწინააღმდეგო საშუალებებს ვყიდულობდი, შემდეგ დიეტაზე გადავედი და წონა დავიკელი — ესეცამაო აღმოჩნდა.

გადავწყვიტე, ხალხური მედიცინისთვის მიმემართა, დავიწყე ხალხური რეცეპტების
შესწავლა და მივაგენი კიდეც საჭირო საშუალებას.

ვურევთ ერთმანეთში 3 ჩაის კოვზ თავშავას, 4 ჩაის კოვზ ჭინჭარს, 5 ჩაის კოვზ შაბალახას, 5 ჩაის კოვზ მატიტელას და 4 ჩაის კოვზ სვიის გირჩას, ვასხამთ 2 ლ მდუღარე წყალს, ვაჩერებთ, ვფილტრავთ და თბილი წყლით სავსე აბაზანაში ვასხამთ.

ასეთი აბაზანა უნდა მიიღოთ რეგულარულად, კვირაში 2-3-ჯერ, ძილის წინ.

მომიხდა ფეხის აბაზანებიც: ვადუღებთ 1 ლ წყალს, ვყრით მასში 1/2 ჭიქა დაქუცმა-
ცებულ მუხის ქერქს, ვადუღებთ 15 წუთს, შემდეგ 30 წუთს ვაჩერებთ, ვფილტრავთ და ვამატებთ 10 მლ პროპოლისის 30%-იან ნაყენს.

ვაგრილებთ 38 გრადუსამდე და 20 წუთით
ვაწყობთ შიგ ფეხებს. მკურნალობის კურსი 10-12 დღეა.

გარდა ამისა, დილაობით ვიღებდი კონტრასტულ შხაპს. ამ სამმა საშუალებამ მარტო ოფლიანობისგან კი არ მიხსნა, გამაკაჟა კიდეც. თქვენც იმავეს გისურვებთ.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:Როგორ განვსაზღვროთ მაღალი ქოლესტერინი სისხლში? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ნორმაში იყოს მუდამ?!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

ამინდი
amindi