თუ ქუსლები დაგისკდათ, გაგიზიარებთ უებარ საშუალებებს, რომლებიც ხალხური მედიცინის წიგნში აღმოვაჩინე

1524

თუ ქუსლები დაგისკდათ, გაგიზიარებთ უებარ საშუალებებს, რომლებიც ხალხური მედიცინის წიგნში აღმოვაჩინე

თუ ქუსლებზე კანი ძლიერ გაუხეშდა და გარქოვანდა, ეს იმის მანიშნებელია, რომ მისი ზედა შრე კვდება. ამ დროს საპნიან და სოდიან აბაზანაში დარბილების შემდეგ მაკრატლით ან რაიმე ბასრი საგნით მოიცილეთ კანის მკვდარი შრე და ქუსლებზე ახალი მწვანე ხახვის საფენი დაიდეთ.

ახალი მწვანე ხახვის საშუალო ზომის თავი რამდენიმეჯერ ჩაუშვით მდუღარე წყალში
და მაშინვე ამოიღეთ, გაჭერით შუაზე და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე, ზემოდან ცელოფანი დააფინეთ, შეიხვიეთ დოლბანდით და მთელი ღამით გაიჩერეთ.

დილით ხახვის ნარჩენები მოიცილეთ, ქუსლი სპეციალური ქვით საგულდაგულოდ
გაიხეხეთ და ხელის წრიული მოძრაობით შეიზილეთ რომელიმე მკვებავი მალამო.

2-3 ასეთი პროცედურა საკმარისია, რომ ქუსლებზე კანი რბილი, ნაზი და გლუვი გახდეს.

ქუსლების დასარბილებლად შეგიძლიათ სიმინდის ზეთი გამოიყენოთ — ის ძილის წინ უნდა წაისვათ, ზემოდან ცელოფანი დააფაროთ,დოლბანდით შეკრათ და დილამდე დაიტოვოთ.

დილით, აბაზანის შემდეგ, გაისუფთავეთ ქუსლები, მოიცილეთ კანის მკვდარი უბნები
და მალამო წაისვით. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე. ორი კვირის შემდეგ ქუსლები ატლასივით გლუვი, სრიალა და ნაზი გახდება.

არანაკლებ ეფექტიანია გარგარის ნიღაბი. ის ადვილი მოსამზადებელია:

დაჭყლიტეთ ცალი მწიფე გარგარი ჩანგლით ან დანით, დაამატეთ ორი წვეთი მზესუმზირას ან ზეითუნის ზეთი, საგულდაგულოდ აურიეთ და 3 წუთით გააჩერეთ ძალიან ნელ ცეცხლზე.

თბილი ნიღაბი დაიდეთ ქუსლებზე, ზემოდან კვლავ პოლიეთილენის ცელოფანი დააფარეთ და დოლბანდი შემოიხვიეთ.

ნიღაბი 20 წუთით უნდა გაიჩეროთ, შემდეგ ფეხები დაიბანოთ ცივი წყლით, ამის შემდეგ კი სასურველია, ქუსლებზე მკვებავი კრემი წაისვათ.

აიღეთ ალოე და 1 კვირით სიგრილეში (უმჯობესია, სარდაფში) დადგით. ოპტიმალურია 5-6 გრადუსი ტემპერატურა. შემდეგ რამდენიმე ფოთოლი მოაჭერით, კარგად გაწმინდეთ პირსახოცით, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გამოწურეთ.

გამონაწურს შეურიეთ 3 წილი თაფლი, წაუსვით დოლბანდზე და დახეთქილ ქუსლებზე დაიდეთ. შეიძლება, მთელი ღამის განმავლობაშიც დაიტოვოთ. დილით კი გარქოვანებული ადგილები მოიშორეთ, მიიღეთ ფეხის აბაზანა და წაისვით კრემი.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:გოგრა უებარია პარაზიტების გასანადგურებლად. ნახეთ, რა სახით უნდა მივიღოთ, რომ მყისიერი ეფექტი ჰქონდეს.

frenis kompensacia
frenis kompensacia