როგორ დავიკლოთ წონაში ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე? საიდუმლო ერთ ინგრედიენტშია

15199

კოჭა ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის და მის სასარგებლო თვისებებზე ალბათ ბევრს სმენია. კოჭასგან სწორად მომზადებულ სასმელს შეუძლია ორგანიზმიდან ტოქსინები გამოდევნოს და ზედმეტ კილოგრამებსაც ებრძოლოს. კოჭას ჩაი ეფექტურია, თუ მას საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე დალევთ. ის ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს– ეს კი, ცხიმების აქტიურ დაწვას იწვევს. წამიერ შედეგს ვერ მიიღებთ, მაგრამ თუ ამ სასმელს რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღებთ, წონას აუცილებლად დაკარგავთ.

აიღეთ კოჭას ფესვის პატარა ნაწილი და ის გახეხეთ, შედეგად გახეხილი კოჭას 2 სუფრის კოვზი უნდა მიიღოთ. მასა ლიტრიან ჭურჭელში მოათავსეთ (ქილა, ან ქვაბი). დაამატეთ ლიმონის წვენის 60 მილიგრამი, ცოტა თაფლი. ამ ყველაფერს ადუღებული წყალი დაასხით და 1 საათით დატოვეთ. სასმელი მზადაა.

დამწყებებისთვის დოზირება შემდეგია- ნახევარი ჭიქა დღეში.

ასევე ძალიან სასარგებლო და გემრიელია სალათები, რომლებშიც კოჭას ვამატებთ, შეგიძლიათ ეს რეცეპტი გამოიყენოთ: აურიეთ ერთმანეთს ფორთოხლის ცედრა, კოჭას ახალი გახეხილი ფესვი, ნიახური– ფესვი, ან ღეროები, ღუმელში გამომცხვარი ჭარხალი, ლიმონის რამდენიმე ნაჭერი და ცოტა სტაფილო. დაუმატეთ ამ ყველაფერს ზეითუნის ზეთი.

მნიშვნელოვანია
კოჭა მაცივარში შეინახეთ და მხოლოდ 1 კვირის განმავლობაში გამოიყენეთ. შეგიძლიათ ის საყინულეში ჩადოთ, ასე მის გამოყენებას 3 თვემდე შეძლებთ.

არ შეიძინოთ ისეთი კოჭას ფესვი, რომლის კანი დანაოჭებულია.

კოჭას ხშირ გამოყენებას გულისრევის შეგრძნების, გულძმარვის და პირის ღრუში გაღიზიანების გამოწვევა შეუძლია, ასე რომ სანამ მას დიდი რაოდენობით რაციონში ჩართავთ, ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ.

არ მიირთვათ კოჭა თუ ასპირინს, ან სხვა მის მსგავს სისხლის გამათხელებელ წამალს სვამთ, სანამ ექიმთან კონსულტაციას არ გაივლით.

frenis kompensacia
frenis kompensacia