თუ თქვენ კოჟრები გაქვთ ჭინჭრის ფესვები დაგეხმარებათ
წლების განმავლობაში ფეხები ჩემი ყველაზე სუსტი წერტილი იყო — ხან კოჟრები მიჩნდებოდა, ხან მიტყავდებოდა.
მოკლედ, ნამდვილ აქილევსის ქუსლად მექცა. ჩემი გასაჭირი მეზობელმა გაიგო თუ არა, მაშინვე ბებიამისის რეცეპტი მომირბენინა.
წამალი ძალიან მომიხდა და მინდა, თქვენც გასწავლოთ. თუ კოჟრებმა შეგაწუხათ, აიღეთ 1 კგ ჭინჭრის მშრალი ფესვი, დააქუცმაცეთ, დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი და მის ცხელ ორთქლზე ფეხები ნახევარი საათის განმავლობაში დაიორთქლეთ.
ამის შემდეგ გაიკეთეთ ფეხების აბაზანა: დიდი ტაშტი აავსეთ ძალიან თბილი (და არა ცხელი) წყლით და დაამატეთ 2 ჭიქა ნაყენი. ფეხები მასში დაახლოებით 30
წუთს გააჩერეთ. არ გაიმშრალოთ, ასევე შეიხვიეთ თბილად, ჩაწექით საწოლში, ფეხები კარგად დაითბილეთ და დალიეთ ჭინჭრის ნაყენი.
ნაყენი ასე მზადდება:
აიღეთ 200 გრამი ჭინჭარი, დაასხით 0,5 ლიტრი არაყი ან 70%-იანი სპირტი, თავი მოუკარით დოლბანდით ან ნაჭრით. პირველი დღე-ღამე ფანჯრის რაფაზე გააჩერეთ, დანარჩენი 8 დღე კი გრილ, ბნელ ადგილას.
შემდეგ გადაწურეთ და მუქ მინის ჭურჭელში ჩაასხით. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში სამჯერ, 50 მლ ცივ ანადუღარ
წყალთან ერთად. სვით 3 თვის განმავლობაში.
ორთქლის აბაზანის შემდეგ დარჩენილი ნაყენი არ გადაღვაროთ, მეორე დღეს მტკივან ადგილებზე კომპრესები გაიკეთეთ: აიღეთ სქელი პირსახოცი, მისი ნახევარი დაასველეთ ნაყენში, შემოიხვიეთ მტკივან ადგილას, ზევიდან კი თბილი პლედი ან შალი დაიხურეთ.
ასე დარჩით დაახლოებით 3 საათს. ამის შემდეგ კომპრესი ფრთხილად მოხსენით, ღამით კვლავ გაიკეთეთ ძალიან თბილი აბაზანა. ჭინჭარი კარგია სკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დაძაბუნების დროსაც.
ამ შემთხვევაში უნდა მიიღოთ თითო ჩაის კოვზი ნაყენი — უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე, დაღამით, ძილის წინ, ვიდრე არ გათავდება.
დაინახავთ, რა მხნედ იგრძნობთ თავს მოგიწესრიგდებათ გულის ფუნქცია, სისხლის შემცველობა, მეხსიერება, დაგიბრუნდებათ მოქნილობა.
სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით