1. მოაჭერით კარტოფილს ერთი გვერდი, თხლად.
2. აიღეთ მომცრო ზომის დანა და ფრთხილად ამოჭერით კარტოფილის შუაგულში რამდენიმე წრეწირი, ისე, რომ ბოლომდე არ ჩაჭრათ.
3. ფრთხილად ამოატრიალეთ კარტოფილი და გვერდებზე ჩაჭერით, ისე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. შავად მონიშნული ადგილი მთელი უნდა დარჩეს.
4. გადმოაბრუნეთ კარტოფილი. შედეგად მსგავსი ფორმა უნდა მიიღოთ.
5. დაამუშავეთ კარტოფილი ზეითუნის ზეთით და მოაყარეთ მარილი.
6. აცხვეთ კარტოფილი 220 გრადუს ცელსიუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.
7. 30 წუთის შემდეგ ფოლგაში გამომცხვარ კარტოფილს დაუმატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი ზედაპირზე და შეაბრუნეთ ღუმელში 30 წუთით.
8. ცხობის შემდეგ, მოაყარეთ კარტოფილს თქვენთვის სასურველი, გახეხილი ყველი დიდი რაოდენობით და შეაბრუნეთ ღუმელში 5 წუთით.
9. გამომცხვარ კარტოფილს შეგიძლიათ დაუმატოთ შემწვარი ბეკონი ან სხვა სასურველი პროდუქტი…