თუ თქვენ ამ მეთოდებს ხშირად გამოიყენებთ ოფლიანობა არასდროს შეგაწუხებთ

2422

თუ თქვენ ამ მეთოდებს ხშირად გამოიყენებთ ოფლიანობა არასდროს შეგაწუხებთ

ბავშვობიდან მაწუხებდა ჭარბი ოფლიანობა. საკმარისი იყო, ტემპერატურა 20 გრადუსზე მაღლა ასულიყო, რომ ოფლი ღვარად მდიოდა. სიცივეშიც, თუ ფეხით დიდხანს სიარული მომიწევდა, სულ მთლად ვიოფლებოდი.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

არაერთ ექიმთან ვიყავი. ყველა ერთხმად
მეუბნებოდა, რომ არაფერი მჭირდა – უბრალოდ, ასეთი ნივთიერებათა ცვლა მქონდა, მაგრამ როგორია, ახალგაზრდა ქალი გამუდმებით იმის შიშში იყო, ოფლის სუნი არ აგდიოდეს?

თავდაპირველად ოფლის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ვცადე, შემდეგ
დიეტა დავიცავი და წონა დავიკელი, — ესეც ამაო აღმოჩნდა. ბოლოს გადავწყვიტე, მცენარეებით მკურნალობა მეცადა.

დავიწყე ხალხური რეცეპტების კითხვა და მივაგენი კიდეც საჭირო საშუალებას.

-ძილის წინ კვირაში 2-3-ჯერ ასეთ აბაზანას ვიღებდი: 3 ჩაის კოვზ თავშავას, 4 ჩაის კოვზ ჭინჭარს, 5 ჩაის კოვზ შავბალახას, 5 ჩაის კოვზ მატიტელასა და 4 ჩაის კოვზ სვიის გირჩს ერთმანეთში ვურევდი, ვასხამდი 2 ლ მდუღარე წყალს, ცოტა ხანს ვაჩერებდი, ვფილტრავდი და თბილი წყლით სავსე აბაზანაში ვასხამდი.

ფეხის აბაზანებს ცალკე ვიკეთებდი: 1 ლ მდუღარე წყალში ვურევდი 1/2 ჭიქა მუხის
ქერქს, 15 წუთი ვადუღებდი, 30 წუთი ვაჩერებდი და ვფილტრავდი, ბოლოს 10 მლ პროპოლისის 30%-იან ნაყენს ვამატებდი. 38 გრადუსამდე ვაგრილებდი და 20 წუთით ვაწყობდი ფეხებს.

10-12 პროცედურა საკმარისია, რომ ფეხების ოფლიანობამ მთელი ზაფხული აღარ შეგაწუხოთ.

ოფლის დენას ვეგეტაციური ნერვული სისტემა განაგებს, ამიტომ მისი მოძლიერებაც საჭიროა.  საუკეთესო საშუალებაა კონტრასტული (ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობა) შხაპი. ამ სამმა საშუალებამ არა მარტო ოფლიანობისგან მიხსნა, არამედ გამაკაჟა კიდეც.

მოთმინებასა და მიზანსწრაფვას მართლაც რომ სასწაულის მოხდენა შესძლებია.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia