ხერხემლის ოსტეოქონდროზს ამ წამლით უმკურნალებთ
ოსტეოქონდროზი არის ხერხემლის დისტროფიული დაავადება. დისტროფიული წარმომავლობა ნიშნავს,რომ დაავადება ვითარდება ხერხემლის სტრუქტურების კვების დარღვევის გამო. და დაავადების მკურნალობა უნდა იყოს მიმართული მიზეზის აღმოფხვრისკენ.
რატომ ხდება კვების დარღვევა? ოსტეოქონდროზის განვითარების მთავარი მიზეზი არის – ხერხემლის მოძრაობის დარღვევა. ადამიანების უმრავლესობა ნაკლებად მოძრავი წესით ცხოვრობს, არასწორად დადიან,მათ აქვთ დარღვეული ტორსი. ეს ფაქტორები ხელს უწყობს პათოლოგიური მექანიზმის განვითარებას.
ერთი კუნთები გადაიტვირთება,ხოლო მეორენი საერთოდ არ მონაწილეობენ სხეულის მოძრაობაში. კუნთებში ზედმეტი დატვირთვა იწვევს სახსრების გადატვირთვას, რის გამოც ჩნდება ხერხემლის ფუნქციონალური ბლოკები,ირღვევა კვება და ინერვაცია, ჩნდება ტკივილი.
სახსრებისა და ხერხემლის დაავადებების სამკურნალო ერთ-ერთი ძველი ხალხური
საშულებაა მცენარეული აბაზანები. ეს აბაზანები ხსნის დაღლილობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აახალგაზრდავებს და ასუფთავებს კანს.
სულაც არ არის საჭირო ძვირად ღირებულ კურორტებზე სიარული ეს გამაჯანსაღებელი კურსი, 10-12 აბაზანა, შინაც შეიძლება ჩაიტაროთ.
აიღეთ 300 გრამი გვირილის ყვავილი, დაასხით ლიტრი წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და 2 წუთი ადუღეთ. გადმოდგით ქურიდან, გააჩერეთ 2 საათი და გადაწურეთ.
ჩაასხით აბაზანაში (ეს ულუფა 10 ლიტრ წყალზეა გათვლილი). ამ აბაზანას არაჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმის მომხსნელი უნარი აქვს.
ოსტეოქონდროზის დროს ის ასუსტებს ზურგის კუნთების დაჭიმულობას და ამცირებს ტკივილს, რასაც ემატება ის განუმეორებელი სურნელი, რასაც კანზე გვირილის ნაყენი ტოვებს.
აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.