შტოში ავიტამინოზის პროფილაქტიკისთვის უებარია
შტოშის ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს პექტინს, B ჯგუფის ვიტამინებს (ისინი განამტკიცებენ ნერვულ სისტემას და დიდხანს უარჩუნებენ სილამაზეს კანსა და თმას), სასარგებლო მიკროელემენტებს:
კალიუმს, იოდს, მაგნიუმს. ფლავონოიდებისა და PP ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით კი ხელს უწყობს ასკორბინის მჟავას სრულ ათვისებას.
გაითვალისწინეთ: დუღილის დროს C ვიტამინი იშლება. თუ ამზადებთ შტოშის სასმელს, კენკრა არ უნდა ხარშოთ - ის უნდა გამოწუროთ, წამოადუღოთ შაქართან ერთად მისი ჩენჩო და რბილობი. როცა ნახარში გაგრილდება, ჩაამატოთ მასში შტოშის ცოცხალი წვენი.
შტოშის წვენი კარგია გაციების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ. აქვს სიცხის დამწევი ეფექტი, კლავს წყურვილს, გარდა ამისა, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, რომლებიც ავადმყოფობისას გროვდება. ყელის ტკვილის დროს ძალიან კარგია თაფლით გაზავებული შტოშის წვენი.
შტოში ამაღლებს იმუნიტეტს. აურიეთ ერთმანეთში 1 კგ კენკრა და დაჭრილი ვაშლი, 2 ჭიქა ნიგოზი და დაასხით 1 ჭიქა წყლისა და 2,5 კგ შაქრისგან მომზადებული სიროფი.
წამოადუღეთ ნარევი ნელ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში და გადაიღეთ ქილებში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ყოველ დილით და დააყოლეთ თბილი წყალი.
შტოში ზრდის კაპილარების სიმტკიცესა და ელასტიკურობას, ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ მის მიღებას ვარიკოზის დროს. შტოშის წვენისა და ჭარხლის წვენის ნარევი უხდება მაღალ წნევას.
შტოშს, როგორ ცოცხალს, ისე გადამუშავებულს, ფართოდ იყენებენ გასტრიტისა და კოლიტის დროს.
რეცეფტის მოსამზადებლად ვიღებთ 1 ჩაის ჭიქა ლიმონის წვენს, 1/2 ჩაის ჭიქა შტოშის წვენს და 2 სუფრის კოვზ შაქარს. წვენებს ერთმანეთში ვურევთ, ვამატებთ შაქარს და 8 საათს ვაჩერებთ. უნდა მიიღოთ 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.