ბუასილის დროს ეფექტურია წაბლის ქერქი

2278
frenis kompensacia
frenis kompensacia

ბუასილის დროს ეფექტურია წაბლის ქერქი

წარმოგიდგენთ ბუაისილის გამომწვევ რამდენიმე რისკ–ფაქტორს:

იაფი ავიაბილეთები avia.ge

  • ყაბზობა
  • დიარეა
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • ადგილობრივი სამკურნალო პროცედურების რეგულარული წარმოება, მაგალითად, ოყნა და სხვა
  • მენსტრუაცია
  • ცხოვრების ადინამიკური, არააქტიური წესი
  • სპორტის შემდეგი სახეები:  ცხენოსნობა, ძალოსნობა, მოტო-ველოსპორტი.

ბუასილი ითვლება ამ საუკუნის პროგრესირებად დაავადებად. მისი განვითარების რისკის წინაშეა ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს მჯდომარე და ადინამიური ცხოვრების წესი.

 რა სიმპტომებით ვლინდება ბუასილი?

– ბუასილს, ანუ ჰემოროიდულ დაავადებას ახასიათებს გამწვავებების და კლინიკურად პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარე პერიოდთა მონაცვლეობა, მაგრამ ერთხელ დაწყებული პროცესი არ წყდება და თითქმის ყველა შემთხვევაში განიცდის პერმანენტულ, კლინიკური სიმპტომატიკის პროგრესირებას.

მისი საერთო სიმპტომებია:

  • სისხლდენა დეფეკაციის დროს და მის შემდეგ;
  • კვანძების შეშუპება, თრომბოზი, რომელსაც თან ახლავს ტკივილი;
  • კვანძების გამოვარდნა, ჩაჭედვა, რომელსაც თან ახლავს ტკივილი;
  • გამონადენი ლორწოს სახით;
  • ანალური ქავილი კანის გაღიზიანებით, დერმატიტით;
  • უხშირესად არის კომბინირებული ანალურ ნაპრალთან;
  • სწორი ნაწლავის არასრული დაცლის უსიამოვნო შეგრძნება.

მძღოლი ვარ და, ბუნებრივია, დღის უდიდეს ნაწილს მჯდომარე ვატარებ. რამდენიმე ხნის წინ შემაწუხა შეკრულობამ, უკანა ტანის ქავილმა, ტკივილმა, სისხლდენამ
კუჭის მოქმედების დროს.

მივედი ექიმთან — დამისვეს ბუასილის დიაგნოზი. ისე ვიყავი გაწამებული, მჟავეს, ცხარეს, ალკოჰოლს სათოფეზე აღარ ვეკარებოდი.

გარდა ამისა, მირჩიეს დეფეკაციის შემდეგ უკანა ტანის ნელთბილი წყლით დაბანა, ხოლო დაწოლამდე 1 საათით ადრე 1 ჩაის ჭიქა კეფირის დალევა 20 გრამ მზესუმზირას ზეთთან ერთად.

ამასთანავე, ამიკრძალეს დიდხანს ჯდომა, მაგრამ ამ მოთხოვნას ნამდვილად ვერ შე-
ვასრულებ მაშინ სამსახურზე უარი უნდა ვთქვა, მე კი ოჯახი მყავს სარჩენი, ამიტომ
მეგობრის რჩევით ამ საშუალებას ვხმარობ:

– ვიღებ 10 გრამ წაბლის ქერქს, ვასხამ 1 ჩაის ჭიქა წყალს, ვდგამ ნელ ცეცხლზე და 10 წუთის განმავლობაში ვადუღებ. რომ გაცივდება, გადავწურავ. ამ ხსნარში დასველებულ ტამპონს ყოველ საღამოს 1-2 საათით ვიდებ ვარიკოზულ კვანძებზე.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

ამინდი
amindi