მოემზადეთ ზამთრისთვის: 10 პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გაყინოთ!

13476

ზამთარს ძალიან სასარგებლობა ხელთ გქონდეთ გაყინული ბოსტნეული და ხილი. სამწუხაროდ, ამ არაჩვეულებრივ საშუალებას ყველა არ იყენებს. დღეს შემოგთავაზებთ იმ ბოსტნეულისა და ხილის ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაყიდოთ.

1. გარგარი, ქლიავი

მოაშორეთ მათ კურკები და პლასტმასის ჩანთაში ჩადეთ. ეს უკანასკნელი აუცილებლად უნდა იკვრებოდეს.

2. ვაშლი, კომში, მსხალი

ეს პროდუქტები უნდა დაჭრათ არც ისე დიდ ნაჭრებად, მოათავსოთ ჯამში და მოასხათ ლიმონის წვენი. ამის შემდეგ გააშრეთ ისინი და შედგით საყინულეში. საბოლოოდ კი, მოათავსეთ პაკეტებში.

3. მწვანე ბარდა, სიმინდი, მწვანე ლობიო

სანამ ამ პროდუქტებს გაყინავთ, მანამდე ბლანშირება გაუკეთეთ და გააშრეთ. შემდეგ კი ისინი რბილ, სუფთა ქსოვილზე დააწყვეთ. პაკეტებში გადაანაწილეთ და საყინულეში მოათავსეთ.

4. ბულგარული წიწაკა

დიდი წიწაკები გაყინეთ სალათებისთვის, პატარები – შიგთავსისთვის. გაყინვის დროს ისინი ისე დააწყვეთ ერთმანეთზე, თითქოს პირამიდას აკეთებდეთ.

5. სტაფილო

აუცილებელია სტაფილო გახეხოთ და პლასტიკურ პაკეტებში მოათავსოთ. შედგით საყინულეში.

6. ბადრიჯანი

დაჭერით საშუალო ნაჭრებად, მოათავსეთ პლასტიკურ პაკეტებში და შედგით საყინულეში. ეს გამოგადგებათ სუპების დასამზადებლად.

7. ფერადი კომბოსტო

გაყინვამდე, მას აუცილებლად ბლანშირება გაუკეთეთ. შემდეგ კი ჩვეულებრივ პაკეტებში მოათავსეთ.

8. ბროკოლი

ბროკოლისთვის კი ბლანშირება არ დაგჭირდებათ. ის უბრალოდ კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და გაყინეთ პლასტიკურ პაკეტებს ან კონტეინერებში.

9. პომიდორი

პატარა პომიდორები მთლიანად გაყინეთ, დიდები კი პატარა ნაჭრებად ან რგოლებად დაჭერით და ამ ფორმით შედგით საყინულეში.

10. სოკოები

სოკოების გაყინვაც შეგიძლიათ. თუმცა მანამდე ისინი აუცილებლად უნდა გაწმინდოთ, გარეცხოთ, გააშროთ, ჩადოთ პლასტმასის პაკეტებში და შედგათ საყინულეში.

frenis kompensacia
frenis kompensacia