ლიმონის სკრაბი კანის გაახალგაზრდავებისთვის – შედეგი პირველივე გამოყენებისას აქვს

1745

Ლიმონის სკრაბი კანის გაახალგაზრდავებისთვის - შედეგი პირველივე გამოყენებისას აქვს

როდესაც კანს ვასუფთავებთ, ვაშორებთ მკვდარ უჯრედებს, რომლებიც დაგროვდა და კანს გაცვეთილ იერს ანიჭებს, მივმართავთ უამრავ ხერხს, თუმცაღა ზოგი ძვირი სიამოვნებაა და ზოგიც არც თუ ისე ეფექტური.

მკვდარი კანის მოცილებით, ჩვენ აღმოვაჩენთ ახალ კანს, რომელიც მაშინვე ხდება უფრო ჯანსაღი, გლუვი და  ერთგვაროვანი.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

რეცეპტს, რომელსაც დღეს გაჩვენებთ, ორ ნაწილად გავყოფ.  სახის კანისთვის  უნდა გამოიყენოთ უფრო რბილი ამქერცლავი, ხოლო ტანისთვის მეტად ძლიერი.

ამ რეცეპტისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ლიმონის სკრაბის ამქერცლავ თვისებებს. ლიმონი გასაოცარი პროდუქტია კანის გასაუმჯობესებლად.

ლიმონის მჟავა ხელს უწყობს კანზე მუქი ლაქების გათეთრებას, შაქარი კი კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას. ეს სკრაბი ასევე იდეალურია იდაყვისა და მუხლების გასაწმენდად.

ლიმონის სკრაბი ტანისთვის

საჭირო ინგრედიენტები:

- 5 სუფრის კოვზი შაქარი ან ზღვის მარილი

- 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

- 1 ლიმონი

Მომზადება:

შეურიეთ ზეითუნის ზეთი შაქარს. ლიმონი შუაზე გაჭერით და წვენი გამოწურეთ.  თანდათან დაუმატეთ ნარევს, სანამ პასტა არ მიიღება. შეიზილეთ სკრაბი სველ კანზე წრიული მოძრაობით რამდენიმე წუთის განმავლობაში  სანამ კანი არ გახდება ვარდისფერი.

არ შეიზილოთ ძალიან ძლიერად, მხოლოდ ისე, რომ მოიცილოთ ყველა ჭუჭყი, მაგრამ არა იმდენი, რომ კანი ზედმეტად გააღიზიანოს.

ლიმონის  სკრაბი სახისთვის

ინგრედიენტები:

- 2 სუფრის კოვზი შვრიის ფაფა

- 1/2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

- 1 ლიმონი

მომზადება:

დაფქვით შვრია და  შეურიეთ ზეითუნის ზეთს. ნარევს თანდათან დაუმატეთ ლიმონის წვენი პასტის წარმოქმნამდე. წაისვით კანზე ისე, როგორც ზედა რეცეპტში გასწავლეთ.

ეს სკრაბი მოამზადეთ კვირაში მაქსიმუმ 3-ჯერ. გაითვალისწინეთ, რომ ლიმონმა შეიძლება გააღიზიანოს მგრძნობიარე კანი.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia