მეთოდი, რომელიც აუცილებად უნდა სცადოთ თუ ანგინა გაქვთ
მაღალმთიანი სოფლის მკვიდრი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სიცოცხლე სუფთა ჰაერით ვსუნთქავდი, წვრილ-წვრილ დაავადებებს მაინც ვერ გადავურჩი.
წლების განმავლობაში მტანჯავდა ანგინა.
რა არის ანგინა?
სამედიცინო პრაქტიკაში ტერმინით „ანგინა“ აღნიშნავენ სასის ნუშურების დაავადებას.
რა სიმპტომებით ვლინდება ანგინა?
– მისთვის დამახასიათებელია:
-
- ძლიერი ტკივილი ყლაპვის დროს;
- ყლაპვის გაძნელება;
- ხშირი ნერწყვდენა (სალივაცია);
- ინტოქსიკაციიდან გამომდინარე: საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ტკივილი სახსრებში, შემცივნება, ცხელება (38–39 გრადუსამდე.
ერთ წელიწადს დასასვენებლად ბორჯომში წასვლა გადავწყვიტე, გზაში კვლავ გავცივდი და ანგინაც დამეწყო. დიდი გაჭირვებით ვიშოვე სანატორიუმის საგზური, ამიტომ უკან დაბრუნება არც მიფიქრია.
ექიმი იქვე გავიკითხ-გამოვიკითხე, იქაურებმა ერთ 102 წლის ბებოსთან მისვლამირჩიეს. ბებომ გულდასმით მომისმინა და მითხრა, 10 დღეში მოგარჩენო.
მიმატანინა თაფლი, წითელი და მწვანე წიწაკა, 2 თაფლის სანთელი და დაანთო. გასანთლული ქაღალდი, ადრე კომპრესის ქაღალდს რომ ეძახდნენ, ორად გადაკეცა და სანთლის ალზე კიდეები მოუწვა.
გააკეთა მისგან პატარა, ძაბრივით ჭურჭელი, ჩაასხა შიგ ნახევარი ჭიქა თაფლი და ჩადო საჩვენებელი თითისოდენა წიწაკა. ასე ეჭირა ნელ ცეცხლზე, ისე, რომ ქაღალდი არ იწვოდა.
თაფლი და წიწაკა 3 წუთის განმავლობაში ხარშა, შემდეგ ჭიქაში გადმოასხა, წიწაკა ამოიღო, თაფლი გააცივა და კოვზით დამალევინა.
ამ წამალს მასმევდა დღეში ერთხელ, ნავახშმევს, რადგან ამის შემდეგ არც რამის დალევა ან ჭამა არ შეიძლებოდა. 3 დღის შემდეგ თავს უკეთ ვგრძნობდი, 10 დღეში კი
ანგინა სამუდამოდ გაქრა.
მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტა არაფრით არ შეიძლება, რადგან შესაძლოა მოჩვენებითი გამოჯანმრთელების შემდეგ ანგინამ ძალა მოიკრიბოს და უფრო
მეტი ძალით შემოგიტიოთ.
აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.