როგორ მოვიქცეთ გახანგრძლივებული სურდოს და ხველის დროს

1203

როგორ მოვიქცეთ გახანგრძლივებული სურდოს და ხველის დროს

რინიტი – ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებაა ყოფა–ცხოვრებაში ამ დაავადებას ხშირად უწოდებენ სურდოს.

არსებობს სურდოს სამი სახეობა:

ინფექციური რინიტი ვითარდება ზედა სასუნთქი გზების სხვადასხვა მიკრობებით დაზიანების შედეგად.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ალერგიული რინიტი - ორგანიზმის რეაქციაა ალერგენებზე.

ნეიროვეგეტაციური რინიტი ცივი ჰაერის, ძლიერი სუნის ან სხვა გარეგანი გამღიზიანებლის შემოქმედების შედეგად  წარმოქმნილი სურდო.

მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით ანსხვავებენ ქრონიკულ რინიტს და მწვავე რინიტს. მწვავე რინიტთან შეხება ჰქონია პრაქტიკულად ყველა ადამიანს. იგი წარმოიქმნება სხეულის ცალკეული ნაწილების გადაცივების ან გაციების ინფექციებით ორგანიზმის დაზიანების შედეგად.

ქრონიკული რინიტი – ეს დაავადებათა დიდი ჯგუფია, რომელთათვის დამახასიათებელია ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება, ყნოსვის დაქვეითება და გამონადენები ცხვირიდან დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

აიღეთ 10 გრამი პროპოლისი და 50 გრამი ნაღების კარაქი, 2 საათით ჩადგით წყლის
აბაზანაში, გაწურეთ, გააცივეთ, დაამზადეთ მისგან პატარა, ოვალური სანთლები და დილა-საღამოს ნახევარი საათით ტამპონებივით ჩაიდეთ ცხვირში.

თუ ხველა დიდხანს გაგრძელდა, მიიღეთ იასამფერას, ფიჭვის თესლისა და ბერულას ნაყენი (ამ ნედლეულის შეძენაც აფთიაქშია შესაძლებელი). მათი ნაყენი კარგად ათხიერებს ნახველს.

– აიღეთ ყველა ინგრედიენტი თანაბარი რაოდენობით (კოვზის წვერით), აურიეთ ერთმანეთში, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გაგრილებამდე დატოვეთ თავდახურულ ჭურჭელში და დალიეთ.

თუ გაქვთ ბრონქიტი ასთმის კომპონენტებით, ხველასთან გამკლავებაში ბაღის პიტნა, კრაზანა და წყლის იელი დაგეხმარებათ (მათაც აფთიაქში შეიძენთ).

სასარგებლოა კულმუხოს ნაყენიც, რომელიც, მართალია, ძალიან მწარეა, მაგრამ ხველას იოლად აცხრობს.

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia