ევკალიპტი – მოქმედებს, როგორც ანთების საწინაღმდეგო საშუალება, განსაკუთრებით სასუნთქი გზების ანთებისას

702

ევკალიპტი - მოქმედებს, როგორც ანთების საწინაღმდეგო საშუალება, განსაკუთრებით სასუნთქი გზების ანთებისას

ევკალიპტის  ფოთლებს და ერთ-სამწლიან ყლორტებს აგროვებენ სექტემბერ-ოქტომბერში. მოქმედებს, როგორც ანთების
საწინაღმდეგო საშუალება, განსაკუთრებით სასუნთქი გზების ანთებისას. იხმარება ხველების, გაცივების, გრიპის შემთხვევაში.

ევკალიპტის ფოთლის შემადგენლობაში შედის: ეთერზეთები, დიდი რაოდენობით ცინეოლი, ეთილის სპირტი, მთრიმლავი ნივთიერებები, ტანინები, მწარე ნივთიერებები, ფისი, ორგანული მჟავები.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ასევე მაკრო ელემენტები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა. მიკრო ელემენტები: მანგანუმი, სპილენძი, თუთია, კობალტი, მოლიბდენი, ქრომი, ალუმინი, ბარიუმი, სელენი, ნიკელი, სტრონციუმი, ტყვია, იოდი, ბორი.

ევკალიპტის ფოთოლი გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს როგორიც არის:

  • კარბუნკული.
  • აბსცესი.
  • ტრაქეიტი.
  • ბლეფარიტი.
  • ფურუნკულოზი.
  • ბრონქიტი.
  • წყლულები.
  • აკნე.
  • ლარინგიტი.
  • ფურუნკული.

ნაყენის დასამზადებლად 1 სუფრის კოვზ ფოთლის დაქუცმაცებულ მასას დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. მიიღეთ თბილი სახით, ღვინის ჭიქით (100 მლ) 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.  იგივე ნაყენი შეგიძლიათ ინჰალაციისათვისაც გამოიყენოთ.

ევკალიპტის ზეთს იყენებენ კანის სხვადასხვა ჩირქოვანი დაავადებების, მიოზიტის, ნევრალგიის, რადიკულიტის დროს.

აგრეთვე ყელში სავლებად, ინჰალაციისათვის, ხოლო მისი ნარევი
მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთთან (1:1) შეიძლება იხმაროთ ცხვირში ჩასაწვეთებლად.

ევკალიპტის ეთერზეთს აქვს მრავალფუნქციური მოქმედება ორგანიზმზე. მას განსაკუთრებულად გამოხატული აქვს ანტიბაქტერიული, ვირუსების საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

  1. აქვს ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლტური მოქმედება.
  2. ანტიპარაზიტული.
  3. სიცხის დამწევი.
  4. ამოსახველებელი.
  5. შარდმდენი.
  6. კანის ანთებითი პროცესები.
  7. სისხლის გამწმენდი.

მისი გამოიყენება შეგიძლიათ ინჰალაციისთვის, ოთახის დეზოდორაციისთვის. ასევე მაზებში და მალამოებში კრემებში და ა.შ.

ცხელი ნაყენი

1 ს.კ ევკალიპტის ფოთოლს დაასხით 1 ჩ.ჭ (200 მლ.) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მუცლის ტკივილი, გასტრიტი დაბალი მჟავიანობით, მწვავე რესპირატორული დაავადებები

20 გრ. მშრალ ევკალიპტის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წთ. გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ და დაამატეთ წყალი საწყის ოდენობამდე. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

სპირტიანი ნაყენი: სასუნთქი გზების დაავადებები, საჭმლის მომნელებელი ორგანოების მწვავე დაავადებები, ხველა, ლარინგიტი, ტრაქეიტი, პლევრიტი, ფილტვის განგრენა, აბსცესი

50 გრამ დაქუცმაცებულ ევკალიპტის ფოთოლს დაასხით 1 ლ 70% სპირტი. 14 დღის განმავლობაში დადგით ბნელ ადგილას და პერიოდულად შეანჯღრიეთ. 14 დღის შემდეგ მიღებული ნაყენი გაწურეთ 3 პირ დოლბანდში. ინჰალაციისთვის გამოიყენეთ 10-20 წვეთი 1 ჩ.ჭ. წყალზე. ხოლო შინაგანი მიღებისთვის: 15-20 წვეთი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

კომპრესები: ინფიციებული ჭრილობა, ფლეგმონები, აბსცესი, ჩირქოვანი მასტიტი, დამწვრობა, მოყინვა, რევმატიზმი, რადიკულიტი

2 ს.კ მშრალ ევკალიპტის ფოთოლს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში 2 სთ. გადაწურეთ და კარგან დასველებული სალფეტკით ან სხვა სატამპონე საშუალების გაიჩერეთ პრობლემურ ადგილზე 20-40 წუთი.

ინჰალაცია - ზედა სასუნთქი გზების დაავადებები: ბრონქიტი, ლარინგიტი, ფილტვის აბსცესი, ტრაქეიტი, ფარინგიტი

20 ჩ.კ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ და გაიკეთეთ ინჰალაცია დღეში 2-ჯერ 3-10 წთ.

ერტლი, თმის ცვენა

30 გრ. მშრალ ევკალიპტის ფოთოლს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ თერმოსში 1 სთ. გადაწურეთ და გადაივლეთ თმებზე დაბანის შემდეგ.

აუცილებლად სანახავი:ორეგანო, იგივე თავშავა, კურნავს ყველაზე რთულ დაავადებებს

frenis kompensacia
frenis kompensacia