იცოდით, რომ ხახვი  გამოიყენება თმების გასამაგრებლად და თმების დაავადებების სამკურნალოდ?!

649

იცოდით, რომ ხახვი  გამოიყენება თმების გასამაგრებლად და თმების დაავადებების სამკურნალოდ?!

ამ საშუალების ერთადერთი უარყოფითი მხარე არის არასასიამოვნო სუნი როგორც პროცედურის დროს, ასევე პროცედურის შემდეგ.

პირველ რიგში, დაარწმუნეთ ახლობლები, რომ სუნი გაივლის, ხოლო ჯანმრთელი
და ლამაზი თმები დარჩება.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

შეიძინეთ კარგად არომატიზებული შამპუნი. ასევე, არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები უახლოესი 3 დღის განმავლობაში.

აიღეთ 1 ს.კ. ხახვის წვენი, 2 ს.კ. არაყი და 1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი, აურიეთ, შეიზილეთ თავის კანში დაბანამდე ერთი საათით ადრე.

ხახვი, ნიორი და თაფლი

ეს პროდუქტები აღადგენენ თმის სიმაგრეს. აურიეთ 2–3 კბილი ნიორი და 1 ხახვის წვენი და 1 ს.კ. თაფლი. დაამატეთ კვერცხის გული და 1/2 ჩ.ჭ. შამპუნი.

ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში 15 წუთის განმავლობაში, ჩამოიბანეთ და გადაივლეთ სოდიანი ანადუღარი წყალი. 

თმის ცვენის შესაჩერებლად და მათი ზრდის დასაჩქარებლად ხახვზე უკეთესს ვერაფერს ნახავთ, სასარგებლოა და გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.

ვინც ამ მეთოდს იყენებს, აცხადებს, რომ აღარც შამპუნი დაგჭირდებათ, არც ბალზამი და არც ნიღბები სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობით, სკეპტიკოსების გასაგონად დავამატებთ, რომ კოსმეტიკაში სახვის ეფექტურობა მეცნიერებმაც დაასტურეს, ნაძვი ამაგრებს თმის ძირებს, ებრძვის ქერტლსა და სოკოვან დაავადებებს.

მარტივი წესები ხახვის დახმარებით თმის
გასაზრდელად:

ნახვი და თაფლი

ერთი ჭიქა ხახვის წვენი ერთ სუფრის კოვზ
თაფლთან აურიეთ, ეს ნარევი თმის ძირებში შეიზილეთ და 15 წუთის განმავლობაში ისრისეთ.

ხახვი და კონიაკი

დაანაკუწეთ ნაწვი და დაასხით ნახევარი ჭიქა კონიაკი, გააჩერეთ მთელი ღამით. მეორე დღეს გაწურეთ და გადაივლეთ დაბანის შემდეგ.

ხავხი საჭმელში

რაც შეიძლება ხშირად გამოიყენეთ ნანვი
ყოველდღიურ საკვებში. მართალია ეს მეთოდი ისე სწრაფად არ ზრდის თმას, როგორც ზემოჩამოთვლილები.

ხახვი უცრემლოდ

დაჭერით ხახვი, დაასხით ერთი ლიტრი წყალი და 10 წუთით ადუღეთ, გააგრილეთ და გაწურეთ, გადაივლეთ თავის დაბანის შემდეგ, სუნი რომ სწრაფად გაგცილდეთ, შემდეგ ლიმონიანი წყალი გადაივლეთ.

ერთ ლიტრ წყალზე 2 კოვზი ლიმონის კონცენტრატი დაგჭირდებათ,  ეს მეთოდები სისტემატურად გამოიყენეთ და 2 თვეში რაპუნცელის დალალები გექნებათ.

აუცილებლად სანახავი:შეჭამეთ ხახვი ყოველ დღე ერთი კვირის განმავლობაში და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს

frenis kompensacia
frenis kompensacia