თირკმელების, სისხლისა და სისხლძარღვების წმენდის საუკეთესო გზები ხალხური მედიცინისგან !
თირკმელების გაწმენდა:
ამ პროცედურის ჩატარება სასურველია ზაფხულის მიწურულს. ერთი კვირის განმავლობაში თქვენი მენიუ მხოლოდ საზამთროსა და შავი პურისგან უნდა შედგებოდეს. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ თირკმელებში გაქვთ ქვიშა ან კენჭები, ღამის 2-3 საათზე (ისევ თირკმელების დღეღამური ბიორიტმული მუშაობიდან
გამომდინარე) მიიღეთ თბილი აბაზანა.
თუ საზამთრო არ გიყვართ, შეგიძლიათ სცადოთ მეორე მეთოდი. ამისთვის დაგჭირდებათ 20-25 გ სოჭის ზეთი ან ნებისმიერი შარდმდენი ბალახეული ნაკრები. ბალახები დააქუცმაცეთ, დაასხით ადუღებული წყალი და დააყენეთ.
მიიღეთ ერთი კვირის განმავლობაში. მიაყოლეთ თაფლი. ამ დღეებში დაიცავით ვეგეტარიანული დიეტა. მე-7 დღიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში სამჯერმიიღეთ 50-100 მლ ნაყენი 5 წვეთი სოჭის ზეთის დამატებით.
თირკმელების გაწმენდის შედეგს საკუთარი თვალით დაინახავთ: შარდში გამოვა მეწამული ფერის ზეთოვანი კოლტები სოჭის ზეთის სუნით. ეს მოხდება რამდენიმე დღის შემდეგ და გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში.
სისხლისა და ლიმფის გაწმენდა:
2 ლიტრ თბილ წყალს (ამისთვის აიღეთ ადუღებული და გაყინული წყალი, შემდეგ გაადნეთ იგი) დაუმატეთ 900 მლ გრეიპფრუტისა და 200–200 მლ
ფორთოხლისა და ლიმონის წვენი. დილიდანვე გახსენით 1 კოვზი ინგლისური მარილი 100 მლ თბილ გამდნარ წყალში და დალიეთ.
ამის შემდეგ კარგად გათბით აბაზანაში ან აბანოში. ყოველ 0,5 საათში დალიეთ 100 მლ ნარევი. პროცედურა გაიმეორეთ 3 დღის განმავლობაში, ყოველი დალევის წინ მოამზადეთ ახალი ნარევი თბილი წყლისა და წვენებისთვის.
სისხლძარღვების გაწმენდა:
2 სუფრის კოვზი დაფქული კატაბალახას ფესვები, 1 ჭიქა კამის და 1 ჭიქა ნატურალური თაფლის ნარევი მოათავსეთ ორლიტრიან თერმოსში, შეავსეთ ადუღებული წყლით და დააყენეთ 1 დღე. ნაყენი მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში
3-ჯერ ჭამამდე 0,5 საათით ადრე.
სახსრებისა და ხერხემლის გაწმენდა:
5გ დაფნის ფოთოლს დაასხით 30 მლ წყალი, ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ დააყენეთ თერმოსში 3-4 საათით. ამის შემდეგ სითხე გაფილტრეთ და სვით მცირე ყლუპებით 12 საათის განმავლობაში. ნაყენი მიიღეთ 3 დღე ზედიზედ.
ერთი კვირის შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ. ამ დღეებში რეკომენდებულია დაიცვათ ვეგეტარიანული დიეტა. პირველ წელს ეს კურსი უნდა ჩატარდეს სამ თვეში ერთხელ, შემდგომ - წელიწადში ერთხელ.