ჭინჭრის ნახარში - ბუნებაში იშვიათი მოვლენაა თავისი სამკურნალო თვისებებით
ჭინჭრის ფოთლები და ღეროები დაფარულია მსუსხავი ბუსუსებით, რომლებიც შეხებისას ადვილად ესობა კანში და იმტვრევა. ამ დროს წარმოქმნილ ჭრილობაში ხვდება სითხე, რომელიც ჭიანჭველის მჟავას შეიცავს, სწორედ
ის იწვევს ძლიერ წვას.
როგორც სამკურნალო მცენარე, ჭინჭარი დიდი ხანია, ცნობილია. ავიცენა წერდა: „ჭინჭრის დანაყილი ფოთლები აჩერებს ცხვირიდან სისხლდენას“.
სწორედ ამიტომ XVI საუკუნიდან ჭინჭრის ფოთლის ნახარშს ფართოდ იყენებენ ფილტვებიდან, კუჭ–ნაწლავიდან
და საშვილოსნოდან სისხლდენის დროს. თუმცა XX საუკუნის დასაწყისში ჭინჭარი მიივიწყეს.
დიდი სამამულო ომის დროს, როდესაც სისხლის შემდედებელ საშუალებებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, კვლავ გაახსენდათ ჭინჭარი. მეცნიერებმა შექმნეს ჭინჭრის ფოთლის თხევადი ექსტრაქტი, რომელსაც საავადმყოფოებში იყენებდნენ.
ჭინჭრის სისხლის შემდედებელი მოქმედება განპირობებულია მასში K ვიტამინის არსებობით, რომელიც მნიშვნელოვანი რაოდენობით მხოლოდ ზოგიერთ მცენარეებში გროვდება.
ამ ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია წაბლის, ისპანახის და ჭინჭრის ფოთლები. გარდა K ვიტამინისა, ჭინჭარი შეიცავს 200 მლ./%-მდე ვიტამინ C-ს, კაროტინს,
B ჯგუფის ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს.
ჭინჭარი რეკომენდირებულია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის:
- ანემია;
- ბუასილი;
- საშვილოსნოს, კუჭ-ნაწლავის, ფილტვის, თირკმლის, ღვიძლის, ცხვირის სისხლდენა;
- სახსრების დაავადებები;
- ჭრილობები, დამწვრობა, კანის ინფექციები;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (კოლიტი, ყაბზობა, დარღვევები, ღვიძლის ანომალიები, სანაღვლე გზების დაავადებები);
- დიაბეტი;
- ბრონქიტი;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
- წყალმანკი;
- საშვილოსნოს ინვოლუცია;
- ღრძილების, ყელის დაავადებები.
ჭინჭრის ნაყენს ამზადებენ შემდეგნაირად:
1 ს.კ. დაქუცმაცებულ ხმელ ნედლეულს დაასხით 1 ჩ.ჭ. მდუღარე, დააყენეთ 10 წთ. და გაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში.
ბულგარელი მეცნიერების აზრით, ჭინჭარი დადებითად მოქმედებს ცვლის პროცესებზე. ამიტომ მიიღეთ ნაყენი
ანემიის, ათეროსკლეროზის, რევმატიზმის, ნაღვლსადენი გზების და ღვიძლის დაავადებების, ბუასილის, შეკრულობის, საჭმლის მონელების მოშლის დროს, ასევე,
ლაქტაციის გასაუმჯობესებლად.
აუცილებლად სანახავი:ის, რაც აქამდე არ იცოდით დაფნის ფოთლის საოცარი თვისებები , იცით, რომ ძალიან ღრმა ნაოჭებსაც კი ასწორებს
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.