ეს ნაყენი სასწაულებს ახდენს - მაყვლის ფოთლები საუკეთესოდ შველის დაბალ წნევას !
რამდენიმე აუცულებლად გასათვალისწინებელი რჩევა მათ, ვისაც აწუხებს დაბალი წნევა
- მიიღეთ მეტი სითხე (წყალი, კომპოტი, მინერალური წყალი, ახლადგამოწურული წვენები).
- მისაღები წყლის რაოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინეთ ასაკი და არსებული დაავადებები (მაგ. გულის უკმარისობის დროს წყლით ვერ დაიტვირთებით).
- სითხე ზრდის მოცირკულირე სითხის მოცულობას და თავიდან აგვაცილებს დეჰიდრატაციას, რაც მნიშვნელოვანია ნორმალური წნევის შესანარჩუნებლად.
- მიიღეთ მეტი მარილი. ჰიპოტენზიის დროს კი სუფრის მარილი შესაძლოა სასარგებლოც კი იყოს.
- ბუნებრივია, აღნიშნული რეკომენდაცია არ ეხება გულის პათოლოგიის მქონეადამიანებს. ამიტომ ამ რეკომენდაციის შესრულებამდე ექიმს უნდა სთხოვოთ რჩევა.
- ცნობილია, რომ კოფეინის შემცველობის გამო ყავა და ჩაი დროებით ზრდის არტერიულ წნევას, მაგრამ მოგვიანებითი ეფექტი სრულიად განსხვავებულია.
- ამასთან, კოფეინი შესაძლოა სხვა პრობლემების მიზეზად იქცეს, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
- მნიშვნელოვნად შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება. ალკოჰოლის ზემოქმედებით ხდება სისხლძარღვების გაფართოება და დეჰიდრატაცია, რაც ამცირებს არტერიულ წნევას.
- ნუ წამოდგებით სწრაფად სკამიდან, განსაკუთრებით კი დილით, საწოლიდან.
- ჯერ ნელა დაჯექით და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ წამოდექით ფეხზე. თუ დაჯდომისას მსუბუქ თავბრუხვევას ან სისუსტეს იგრძნობთ, ფეხები ერთმანეთზე გადაიდეთ, გადააჯვარედინეთ. ეს გაზრდის გულისკენ სისხლის მიდინებას.
- გადახედეთ ჩვეული კვების რაციონს, ნუ დაიცავთ დიეტას. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით ჯანსაღი საკვები, წვნიანი კერძები. დილა დაიწყეთ კარაქითა და ყველით დამზადებული ბუტერბროდით და ჩაით ან ყავით.
- ოფისში წასაუზმებისთვის გამოგადგებათ თხილეული და ხილი, მათში შემავალი ვიტამინები სისხლძარღვებს უკეთ მუშაობაში ეხმარება.
- სადილზე აუცილებელია ხორცი ან თევზი. მათში თქვენთვის აუცილებელი ცილებია.
- მეტად სასარგებლოა პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ კალიუმს (ლობიო, გარგარის ჩირი, ზღვის კომბოსტო, შავი ქლიავი, ქიშმიში, ბარდა, კარტოფილი და სხვ.).
- დღის განმავლობაში დალიეთ მაგარი ტკბილი ჩაი ლიმონით, ხილის წვენი. შეგიძლიათ თავი გაინებივროთ შავი შოკოლადის ნატეხით.
- საღამოს სასარგებლოა რძის პროდუქტების მიღება. საკვები მიირთვით ნელა, მცირე ულუფებით და ხშირად.
- თავი აარიდეთ ცხელ წყალში ბანაობას, მზეზე დიდხანს ყოფნას, გაუნიავებელ ოთახში ყოფნას. გამოძებნეთ დრო ზომიერი ფიზიკური აქტივობის და სუფთა ჰაერზე სეირნობისათვის.
ახლა კი ჩემი რეცეპტის დროა :
ვიღებთ 1 სუფრის კოვზ მაყვლის ფოთოლს, ვკუწავთ, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე
წყალს და ვადუღებთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. ვიღებთ 1-2 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.