კოჟიჟის მკურნალობის ჩემეული მეთოდი მაქვს, რომელიც, მინდა თქვენც გაგიზიაროთ – პირველივე ცდაზე გაამართლა ! 

580

კოჟიჟის მკურნალობის ჩემეული მეთოდი მაქვს, რომელიც, მინდა თქვენც გაგიზიაროთ - პირველივე ცდაზე გაამართლა ! 

რა არის კოჟიჟი ?

კოჟიჟი – ეს არის კანის გარქოვანების დარღვევით გამოწვეული დაავადება.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადებას იწვევს კანზე მექანიკური ზემოქმედება (მოჭერილი ფენსაცმელი,
ფეხსაცმლის ტარება წინდის გარეშე, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა), ასევე
სახსრების დეფორმაცია, სიმსუქნე, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და სხვ.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

როგორ გამოვლინდება დაავადება?

ორივე დაავადება გამოვლინდება კანზე გაუხეშებული უბნის არსებობით.
კოჟრი უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე კოჟიჟი, მას აქვს ჰიპერკერატოზული ცენტრი,
რომელიც გარშემორტყმულია ანთებადი კანით, ხშირად ჩნდება ტერფის ძირზე და
თითების გვერდითა ზედაპირებზე.

კოჟრი მტკინეულია, განსაკუთრებით ზეწოლისას.  კოჟიჟი ხშირად ვითარდება ტერფის ძირზე, ქუსლის არეში და ხელის გულებზე.

ეს დაავადება გადამდები არ არის და რა თქმა უნდა  განკურნებადია.

რა მტკივნეული და შემაწუხებელია კოჟიჟი, ალბათ ბევრს ეცოდინება. მე მისი მკურნალობის ჩემეული მეთოდი მაქვს, რომწლსაც დღეს გასწავლით.

კოჟიჟის მოსაცილებლად აუცილებელია  8- 10 სოდიან-საპნიანი აბაზანა: ტაშტში
ჩაასხით 1 ლიტრი თბილი (36-40°C ტემპერატურის) წყალი და გახსენით მასში 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა.

ფეხები კარგად გაისაპნეთ და 15 წუთით ჩაყავით ტაშტში, შემდეგ კანის გაუხეშებული უბნები პემზით ან სპეციალური ჯაგრისით გაიხეხეთ, გადაივლეთ წყალი, კარგად შეიმშრალეთ და დაიდეთ მტკივან ადგილას ნივრიან ღვინის ძმარში დასველებული ბამბის ქსოვილი.

გადაიხვიეთ და დილამდე დაიტოვეთ. დილით გამოიცვალეთ. ნივრიანი ძმარი ასე მზადდება: აიღეთ 3 კბილი ნიორი და დაასხით 3-4 ჩაის ჭიქა ღვინის ძმარი. 2 კვირით დააყენეთ სიგრილეში. კარგი იქნება, თუ აბაზანის შემდეგ ფეხებზე დამარბილებელ კრემსაც წაისვამთ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia