ყველაზე ბიუჯეტური და სწრაფად მოქმედი ნიღბები – შემუშავებულია კოსმეტოლოგების მიერ ! 

767

ყველაზე ბიუჯეტური და სწრაფად მოქმედი ნიღბები - შემუშავებულია კოსმეტოლოგების მიერ ! 

Პილინგის წინააღმდეგ

გამოფიტული კანისთვის ცხიმიანი ხაჭოს, სტაფილოს წვენისა და რძის ნიღაბი დაგეხმარებათ: თანაბარი პროპორციით აურიეთ და კანზე 15 წუთის განმავლობაში გააჩერეთ.

სახის გასაწმენდად

მშვენიერი დამარბილებელი პილინგი მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის:

აურიეთ 1 ს.კ.  ზეითუნის ზეთი  და 1 ს.კ. დაფქული შვრიის ფაფა, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი არაჟანი  და კვერცხის გული. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ სანამ არ გაშრება. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ნაოჭების საწინააღმდეგო:

ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა შეურიეთ ორ ს/კ. კოვზები არაჟანი. წაისვით სახეზე ძილის წინ 10 წუთით ადრე. კანი უფრო დიდხანს დარჩება ელასტიური და ახალგაზრდული.

ცხიმიანი ბზინვის საწინააღმდეგოდ:

ცხიმიანი და კომბინირებული კანი ნაკლებად ბზინვარე რომ იყოს, დილით ლობიოს ნიღაბი გააკეთეთ. თეთრი ან ჭრელი ლობიო დაასველეთ მთელი ღამით, დილით მოხარშეთ და დააბლენდერეთ.  დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. წაისვით დიდი ფენა T-ზონაზე და ჩამოიბანეთ 15 წუთის შემდეგ.

თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ:

ძილის წინ ყურძნისაგან ნიღაბს ვაკეთებთ, ის ჩემპიონია ანტიოქსიდანტების შემცველობით!  დაჭყლიტეთ და დაამატეთ ცოტა ჟელატინი სიბლანტისთვის. როდესაც შესქელდება  წაისვით სახეზე, კისერზე და დეკოლტეზე, გააჩერეთ 20 წუთი.

 ვენების სამკურნალოდ:

გახეხეთ კარტოფილი და დაუმატეთ დაფქული შვრიის ფაფა. წაისვით ნიღაბი ყოველდღიურად პრობლემურ ადგილებში 10-15 წუთის განმავლობაში.  ვენები ნაკლებად შესამჩნევი გახდება.

ეს ნიღაბი აქტუალურია სიცხეში: გახეხეთ კიტრი და დაუმატეთ 1 კოვზი  ნაღები. წაივით სახეზე და  ჩამოიბანეთ 10 წუთის შემდეგ!

კვირაში ერთხელ ვაკეთებთ ამ ნიღაბს: 1 ს.კ. თბილი ზეითუნის ზეთი, ერთი კვერცხის გული და 1 ს.კ. ხილის წვენი. აძლიერებს კანის დამცავ ფუნქციას, ეხმარება კანის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia