გრიპისა და გაციების დროს ამ საშუალებებმა გადაგვარჩინა მთელი ოჯახი ! 

267

გრიპისა და გაციების დროს ამ საშუალებებმა გადაგვარჩინა მთელი ოჯახი ! 

ჩვეულებრივი გაციებისგან განსხვავებით სეზონური გრიპი სხვადასხვა კატეგორიის ვირუსული ინფექციაა. ის მძიმედ მიმდინარეობს და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგანაც შესაძლებელია მოჰყვეს გართულება.

სეზონურ გრიპს იწვევს 3 სახის ვირუსი - A, B და C. ამ ვირუსებს ახასიათებთ მაღალი კონტაგიოზურობა (ადვილად ვრცელდებიან დაავადებული ადამიანების მეშვეობით, საგნებიდან ჯანმრთელ ინდივიდებზე გადადიან და აინფიცირებენ მათ) და იწვევენ მოსახლეობის მასიურ ავადობას.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ დიდგულას ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყა-
ლი, დაახურეთ თავსახური და ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით. შემდეგ გადმოდგით, გააჩერეთ 45 წუთს და გაფილტრეთ.

მიიღეთ თბილ-თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ცივი ნაყენით შეგიძლიათ ამოიბანოთ დაღლილი და მტკივანი თვალები. მერწმუნეთ, ყოველგვარი გაღიზიანება გაქრება.

თუ დიდგულას ნაყენით გაიწმენდთ სახეს, გაგიქრებათ ჭორფლი და პიგმენტური ლაქები.

როდესაც ვცივდები და ყელიც მაწუხებს, დღეში რამდენჯერმე ვიტარებ ასეთ პროცე-
დურას: თავდაპირველად ყელში ვივლებ თბილ წყალს, რომელშიც გახსნილია ერთი ჩაის კოვზი სუფრის მარილი ან სოდა და რამდენიმე წვეთი იოდი.

შემდეგ ვიღებ ერთ სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთს (უმჯობესია ზეითუნისა) და ვივლებ ყელში იმდენ ხანს, რომ კბილებს შორის ქაფი წარმოიქმნას. ამასობაში ზეთი წყალივით თხიერი ხდება და ვღვრი.

ამ პროცედურის შემდეგ ყელის ტკივილი გაგივლით და გაცილებით სწრაფად გამოჯანმრთელდებით.

– როდესაც გრიპის ეპიდემია მძვინვარებს, ყოველ საღამოს, შინ დაბრუნების-
თანავე, ჩაიტარეთ ასეთი პროცედურა:

ჩაიდანს ადუღებული წყალი გამოავლეთ და ჩაყარეთ შიგ წვრილად დაჭრილი ნიორი ან ხახვი, დაახურეთ სახურავი და ცხვირით ისუნთქეთ ამონაორთქლი.

შეიძლება, ჩაიდანი ოდნავ გაახუროთ კიდეც, მაგალითად, შედგათ ნელ ცეცხლზე. ეს მცირედი ეშმაკობა საშუალებას მოგცემთ, გაუმკლავდეთ სასუნთქ გზებში მოხვედრილ მიკროორგანიზმებს და თავი დააღწიოთ დაინფიცირებას.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia