მოამზადეთ სახის ეს ნიღბები და შესაძლოა შემდგომ საკუთარ თვალებსაც კი აღარ დაუჯეროთ ! ეფექტი, რომელზეც ყველა ოცნებობა ასეთი იაფი და ხელმისაწვდომია.
კურკუმა არის შესანიშნავი საშუალება ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად.
რადგან კურკუმა შეიცავს მთელ რიგ სასარგებლო თვისებებს მას გამოიყენებენ კოსმეტოლოგიაში ნიღბების სახით. კურკუმა აუმჯობესებს სახის კანის ფერს, ხსნის ანთებებს, ამცირებს მცირე ზომის ნაოჭებს. კურკუმას ნიღბის გამოყენება სახის კანში აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას.
კურკუმას გამოიყენება კანზე:
- მწერების ნაკბენი.
- ეგზემა.
- კანის დაავადებები.
- დამწვრობა.
- კანის დალურჯებები, ტრამვით გამოწვეული დასიება.
- ანტისეპტიკური, შეხორცების უნარი.
- აჩერებს სისხლდენას.
Კურკუმას გამაახალგაზრდავებელი ეფექტი კანზე
კუკრუმის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა ზეთები: ეთერზეთი და ცხიმოვანი, ფენოლური ნაერთები (კურკუმინები) და ცხიმებიც კი. კურკუმინი, თუნდაც მცირე დოზებით, მნიშვნელოვნად ამცირებს თავისუფალი რადიკალების დესტრუქციულ ეფექტს უჯრედებზე და ეს ანელებს დაბერების პროცესს.
კურკუმას შემცველი კოსმეტიკური საშუალებების რეგულარული გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ნაოჭების გაჩენა. გაგიზიარებთ ყველაზე ეფექტურ და ბიუჯეტურ ნიღბებს.
ნიღბის დამზადება
1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი აურიოთ 1 ჩაის კოვზ თაფლსა და 1 ჩაის კოვზ ნაღებში. კარგად აურიეთ ეს 3 ინგრედიენტი ერთმანეთში და წაისვით სახის კანზე. გაიჩერეთ 10 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნიღბის გაკეთება უმჯობესია ღამე. ნიღაბი უნდა გაიკეთოთ დღეგამოშვებით. ამ ნიღბის გამოყენებით კანი გაგიხდებათ აბრეშუმივით ნაზი და გადატკეცილი. სახის ფერი კი ჯანმრთელი ვარდისფერი.
ნიღაბი მშრალი კანისთვის
შეურიეთ ერთმანეთს 1 ჩაის კოვზი კურკუმა და 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი. გაიჩერეთ სახეზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გამოყენებამდე შეამოწმეთ ხომ არ გაქვთ რომელიმე კომპონენტზე ალერგია.
Კურკუმას გამწმენდი ნიღაბი
შეურიეთ ორი სუფრის კოვზი სახის კოსმეტიკური თიხა მეოთხედ ჩაის კოვზ კურკუმას ფხვნილს. ნარევის მესამედი ჩაყარეთ თასში, განზავდეს ცოტაოდენი წყლით და დაუმატეთ ორი წვეთი ლავანდის ეთერზეთი. (დარჩენილი მშრალი ნარევი შეიძლება შეინახოთ დალუქულ ქილაში.) თუ კანი მშრალი გაქვთ, წაისვით ნიღაბი თხელი ფენით, თუ კანი ცხიმიანია, წაისვით სქელი ფენა. გაიჩერეთ 10-15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
Კურკუმას გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი
ჩაის კოვზი კურკუმა შეურიეთ ცოტა რძეს, აურიეთ და მიღებული მასა წაისვით სახეზე. ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით 30 წუთის შემდეგ. ასევე შეგიძლიათ რძის ნაცვლად გამოიყენოთ ლაიმის (ან ლიმონის) წვენი ცოტა წყალთან ერთად.