ეს კენკრა მსოფლიო ბაზრებზე ძალიან სწრაფად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მის შესაძლებლობებზე დაიწყეს საუბარი. 

758

ეს კენკრა მსოფლიო ბაზრებზე ძალიან სწრაფად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მის შესაძლებლობებზე დაიწყეს საუბარი. 

100 გრამი გოჯი შეიცავს 253 კილოკალორიას. ვიტამინები: B1, B2, B6, E, C, კაროტინი. C ვიტამინს შეიცავს 5 ჯერ მეტს ვიდრე ფორთოხალი. კაროტინს 20 ჯერ მეტს ვიდრე სტაფილო.

მაკრო და მიკრო ელემენტები: რკინა, თუთია, ფოსფორი, კალციუმი, კალიუმი, სელენი, სპილენძი, იოდი, მანგანუმი, ნიკელი, ქრომი, კობალტი, კადმიუმი, გერმანიუმი. კენკრაში რკინის შემცველობა 15-ჯერ მეტია ვიდრე ისპანახში.

ასევე შედის:ზაექსანტინი, ომეგა 3, ომეგა 6, ბეტა სიტოსტეროლი. პოლისაქარიდები: LPB-1, LPB-2, LPB-3, LPB-4.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ისინი არ არის არცერთ საკვებ პროდუქტში გარდა გოჯის ნაყოფისა. ესენი არის რთული ნახშირწყლები და წარმოადგენენ ძირითად ენერგიის წყაროს. ორგანიზმში ისინი წარმოქმნება ნივთიერებათა ცვლის შედეგად.

უნდა აღინიშნოს, რომ გოჯის ნაყოფი არა მხოლოდ ნივთიერებათა შემცველობის სიმრავლით არის უნიკალური, არამედ მათი რაოდენობით. მაგალითად: ამერიკული სისტემის ORAC – ის მიხედვით. 100 გრამ ნივთიერებაში არსებული ნივთიერებების რაოდენობა: ბანანი - 200, ბადრიჯანი - 390, სიმინდის - 400, ხახვი - 450, გრეიფრუტი - 483, კივი - 602, ბალი - 670, წიწაკა - 710, ყურძენი - 739, ფორთოხალი - 750, ჭარხალი - 840, ისპანახი - 1260, მარწყვი - 1540, მოცხარი - 2036, ბროწეული - 3307, კენკრა გოჯი - 25300!

ექიმმა ელ მინდელმა შეისწავლა კენკრა გოჯის თვისებები და გამოუშვა წიგნი ამ მცენარის შესახებ. მასში არის მოყვანილი 33 მიზეზი რის გამოც უნდა მივიღოთ ყოველდღე ეს ნაყოფი.

  • აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.
  • ახანგრძლივებს სიცოცხლეს

მასში შემავალი ძლიერი ანტიოქსიდანტები ანეიტრალებენ თავისუფალი რადიკალების დამანგრეველ მოქმედებას უჯრედებზე რაც იწვევს ადამიანის დაბერებას. შედეგად ორგანიზმი უფრო დიდხანს ინრჩუნებს ახალგაზრდობას.

  • ორგანიზმს აძლევს ძალას და მხნეობას.
  • აახალგაზრდავებს.

ასტიმულირებს ბედნიერების ჰორმონის გამოყოფას ორგანიზმში, ამ ჰორმონს ასევე ახალგაზრდობის ჰორმონს უწოდებენ, რადგან მასზეა დამოკიდებული ორგანიზმის სწორი და გამართული ფუნქციონირება.

  • ორგანიზმს უნარჩუნებს ნორმალურ არტერიულ წნევას.
  • ამცირებს სისმსივნით დაავადბის რისკს.
  • ნორმაში მოჰყავს ქოლესტერინი.

აზიურ მედიცინაში ეს ნაყოფი ითვლება ერთერთ ძლიერ სექსუალურ მატონიზირებელ საშუალებად. მისი მეშვეობით სისხლში მატულობს ტესტესტერონის რაოდენობა. რის შედეგადაც ძლიერდება როგორც ქალის ასევე კაცის ლიბიდო.

კენკრაში შემავალი პოლისაქარიდები ორგანიზმს ეხმარება საკვების არა ცხიმში არამედ ენერგიაში გადაყვანის პროცესში. შედეგად არ ხდება ცხიმოვანი ქსოვილების წარმოქმნა. ნორმაში მოჰყავს ნივთიერებათა ცვლა.

  • ამსუბუქებს თავის ტკივილს და თავბრუსხვევებს.
  • ნორმაში მოჰყავს ძილი და აუმჯობესებს მის ხარისხს.
  • ორგანიზმი უფრო გამძლე ხდება სხვადასხვა დაავადების მიმართ.
  • ამაღლებს იმუნიტეტს.
  • ორგანიზმს ეხმარება სისმსივნის მკურნალობის შემდგომ, აღდგენის პროცესში.
  • აღადგენს და რესტავრაციას უკეთებს დნმ – ს.
  • ამცირებს ონკოლოგიური უჯრედბის ზრდას.
  • ამცირებს რადიაციისა და ქიმიოთერაპიის უარყოფით ზემოქმედებას ორგანიზმზე.
  • კურნავს ძვლის ტვინის დარღვევებს და დაავადებებს.
  • აახალგაზრდავებს სისხლს.

გოჯის დღიური ნორმა შეადგენს 1 სუფრის კოვზს. გოჯის ნაყოფისგან ცხელი ნაყენის დამზადება:

აიღეთ გოჯის მშრალი ნაყოფი 1 სუფრის კოვზი, დააქუცმაცეთ და ჩაყარეთ მინის ან ემალირებულ ჭურჭელში, შემდეგ დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული წყალი შეფუთეთ და ასე გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. მიღებული ნაყენი გაწურეთ დოლბანდში, გაანაწილეთ 3 ნაწილად და მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. გადაწურვის შედეგად დარჩენილი ნაყოფი აუცილებლად შეჭამეთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia