Პოპულარული ბლოგერი გვიზიარებს საკუთარი ნიღბის რეცეპტს, რომლის გამოყენების შემდეგ შეწყვიტა კოსმეტოლოგებთან სიარული ! 

400

Პოპულარული ბლოგერი გვიზიარებს საკუთარი ნიღბის რეცეპტს, რომლის გამოყენების შემდეგ შეწყვიტა კოსმეტოლოგებთან სიარული ! 

ნაოჭები ასაკის მატების ბუნებრივი ნაწილია. ნაოჭი ხშირად ჩნდება მზისგან დაუცველ არეზე, მაგალითად, სახეზე, კისერზე, ხელებსა და წინამხრებზე. რასაკვირველია, გენეტიკა განაპირობებს კანის სტრუქტურასა და ხარისხს, თუმცა მზის სხივები ნაოჭების მთავარი გამომწვევი მიზეზია. საყურადღებოა ისეთი ფაქტორებიც როგორიცაა თამბაქო და დაბინძურებული გარემო.

გამომწვევი მიზეზი

ნაოჭები ვითარდება რიგი ფაქტორების კომბინაციის შედეგად - ზოგიერთი ფაქტორის მართვა შესაძლებელია და ზოგიერთი ბუნებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილია, განვიხილოთ დეტალურად.

მოგეხსენებათ, ასაკის მატებასთან ერთად კანი ნაკლებად ელასტიკური და მეტად მყიფე ხდება. ბუნებრივი ცხიმის გამომუშავების პროცესის დაქვეითების გამო კანი გამომშრალია და ნაოჭებიც ჩნდება.

ნაადრევი ნაოჭების მიზეზი ულტრაიისფერი გამოსხივებაა და ის, რომ მზისგან თავს არ იცავთ. ულტრაიისფერი გამოსხივება ანადგურებს კანის შემაერთებელ ქსოვილს, კოლაგენსა და ელასტინს. შემაერთებელი ქსოვილის გარეშე კანი კარგავს ძალას და ელასტიკურობას.

თამბაქო აჩქარებს კანის ნორმალური დაბერების პროცესს და იწვევს ნაოჭებს. თამბაქო უარყოფითად აისახება კოლაგენზე. გასათვალისწინებელია სახის გამომეტყველება და მიმიკებიც.

პრევენცია

რეკომენდებულია:

  • კანი დაიცვათ მზისგან და მოერიდოთ ზაფხულში შუადღის მზეზე ყოფნას;
  • ისარგებლეთ დამატენიანებელი კრემით;
  • უარი თქვით თამბაქოზე;
  • მიირთვით ჯანსაღი, ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები. რაციონი გაამდიდრეთ ხილითა და ბოსტნეულით

Ნაოჭები გაქვთ? გამამკვრივებელი ნიღაბი კვერცხის გულით, თაფლითა და ლიმონით კანს ახალგაზრდობას დაუბრუნებს. ეს დაგეხმარებათ სახლში მარტივად იზრუნოთ
სახის კანზე.

კვერცხის გული ხელს უწყობს წვრილი ნაოჭების მოცილებას, კვებავს  და აშრობს ცხიმიან კანს. ლიმონი ატონიზირებს და ათეთრებს კანს. მაგრამ მათ ვისაც მშრალი კანი აქვს,  ფრთხილად უნდა იყოთ. ლიმონს შეუძლია პრობლემის გამწვავება.

ზეითუნის ზეთი ხდის კანს გლუვს და იცავს  გარემოს უარყოფითი გავლენისგან. ბევრი ნიღაბი ეფექტურია, მაგრამ არ დაივიწყოთ მათი გამოყენების რეგულარულობა.

რეცეპტის შემადგენლობა:

  • კვერცხის გული (ნედლი): 1 ც.
  • ლიმონის წვენი: 3 წვეთი
  • ზეითუნის ზეთი: 1 ს.კ.

მომზადების წესი:

გათქვიფეთ კვერცხის გული და დაუმატეთ ლიმონის წვენი და.ზეთი. კარგად აურიეთ და ფუნჯის გამოყენებით დაუტანეთ სახეზე. გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შეიმშრალეთ კანი ნაზად და წაისვით თქვენი დამატენიანებელი რასაც ზოგადად იყენებთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia