ბრინჯის სასწაულმოქმედი ნიღაბი – იაპონელი ქალების იარაღი დაბერების წინააღმდეგ

16314

ბრინჯი კოსმეტოლოგიური კუთხით საკმაოდ გავრცელებული პროდუქტია იაპონიაში და თანდათან მთელ მსოფლიოშიც პოპულარული ხდება. იაპონელი ქალების ბრწყინვალე და უბერებელი კანი სწორედ ამ პატარა თეთრი მარცვლების დამსახურებაა.

ბრინჯი მდიდარია E ვიტამინით, ლინოლეის მჟავით და საკმაოდ ძლიერი ანტიოქსიდანტია. ის ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. ასეთი სასწაულმოქმედი ნიღბის დამზადება თქვენ სახლის პირობებში საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ.

ნიღბის დასამზადებლად დაგჭირდებათ:

 1 სუფრის კოვზი მოხარშული ბრინჯი

 1 სუფრის კოვზი დაჭყლეტილი ბანანი

 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

 მოხარშეთ  ბრინჯი კარგად. შემდეგ გადაწურეთ და ნახარში შეინახეთ. 1 სუფრის კოვზ მოხარშულ ბრინჯს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი დაჭყლეტილი ბანანი და 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. ინგრედიენტები დააბლენდერეთ მანამ, სანამ ფაფისებურ მასას არ მიიღებთ.

წაისვით ნიღაბი გაწმენილ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. ნიღაბი ჩამოიბანეთ შენახული ნახარშით, რომელიც უნდა შეიშროთ კანზე და შემდეგ სახე დაიბანეთ თბილი წყლით.  ნიღბის შემდეგ კანზე დაიტანეთ დამატენიანებელი საცხი.

გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ და თქვენ აუცილებლად გექნებათ ჯანსაღი, რბილი და ელასტიური სახის კანი.

frenis kompensacia
frenis kompensacia