არ დაიჯერებთ, სანამ არ გამოცდით –  ეს არის საუკეთესო გამწმენდი კრემი მთელ მსოფლიოში – შედეგი გარანტირებულია!

896

არ დაიჯერებთ, სანამ არ გამოცდით -  ეს არის საუკეთესო გამწმენდი კრემი მთელ მსოფლიოში - შედეგი გარანტირებულია!

Მხოლოდ ერთი ინგრედიენტი, იოგურტი დაგეხმარებათ მოგცეთ უნაკლო კანი, რომელიც ყოველთვის გსურდათ. იოგურტს აქვს საოცარი სარგებელი თქვენი კანისთვის.

კანის გათეთრების მიზნით ამ საოცარი ინგრედიენტის გამოყენების მრავალი გზა არსებობს. როგორ გამოვიყენოთ იოგურტი კანის გასათეთრებლად:

აქ არის რამოდენიმე გზა, თუ როგორ გამოიყენოთ იოგურტი ცალკე ან კომბინაციაში კანის გასათეთრებლად.

1. იოგურტი

ნაზად შეიზილეთ იოგურტი კანზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მიჰყევით ამ პროცესს ყოველდღიურად სწრაფი შედეგისთვის.

2. იოგურტი თაფლით

შეურიეთ 1 სუფრის კოვზი იოგურტი და 1/2 სუფრის კოვზი თაფლი და მოამზადეთ პასტისებური მასა. წაისვით პასტა თქვენს კანზე. ჩამოიბანეთ თბილი წყლით 15 წუთის შემდეგ. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ.

3. იოგურტი ლიმონის წვენით და შვრიის ფაფით

Ეს კომბინაცია კანს არბილებს,  ატენიანებს და ხდის გლუვს. შეურიეთ ერთმანეთს 2 სუფრის კოვზი იოგურტი, 3 სუფრის კოვზი შვრიის ფაფა და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ და მიღებული მასა წაისვით კანზე. ჩამოიბანეთ ცივი წყლით 15-20 წუთის შემდეგ. ასევე შეგიძლიათ შვრიის ფაფა არ გაუკეთოთ.  კვირაში 3-ჯერ რეგულარული გამოყენებით შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღწევა.

4. იოგურტი ფორთოხლის წვენით

ამ კომბინაციას შეუძლია შეამციროს ლაქები, ნაოჭები. შეურიეთ 2 სუფრის კოვზი იოგურტი 1 სუფრის კოვზ ფორთოხლის წვენში. მიღებული ნაზავი წაისვით კანზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შემდეგ ცივი წყლით. სწრაფი შედეგისთვის გამოიყენეთ ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ.

5. იოგურტი ბრინჯის ფხვნილით
პროცესი 1: ეს კომბინაცია ქმნის საოცარ სკრაბს, რომელიც აშორებს თეთრ წერტილებს. შეურიეთ ბრინჯის ფხვნილი და იოგურტი, რომ მიიღოთ სქელი პასტა. წაისვით ეს ნარევი თქვენს კანზე. ჩამოიბანეთ თბილი წყლით 15 წუთის შემდეგ. ან შეგიძლიათ კარტოფილის წვენიც შეურიოთ ნარევს. გააკეთეთ ეს პროცედურა რეგულარულად კვირაში 3-ჯერ.

Პროცესი 2: ზეითუნის ზეთი და კურკუმა

ამ კომბინაციაში ბრინჯის ფხვნილი შთანთქავს ზედმეტ ცხიმს, იოგურტი და ზეუთუნის ზეთი ატენიანებს კანს, კურკუმა კი ხდის მეტად გლუვს. შეურიეთ ერთმანეთს 1 ჩაის კოვზი ბრინჯის ფხვნილი, 1/2 ჩაის კოვზი კურკუმა, 1/4 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ჩაის კოვზი იოგურტი. წაისვით ეს პასტა თქვენს კანზე და გააჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ცივი წყლით და გააშრეთ. მოამზადეთ კვირაში ერთხელ.

frenis kompensacia
frenis kompensacia