მძლავრი ანთების საწინააღმდეგო ინგრედიენტები,  რომლებიც საუკეთესოდ მკურნალობს ცისტიტს ! 

459

მძლავრი ანთების საწინააღმდეგო ინგრედიენტები,  რომლებიც საუკეთესოდ მკურნალობს ცისტიტს ! 

35 წლის გავთხოვდი. მიუხედავად იმისა, რომ პატარა გოგო არ ვიყავი და მშვენივრად ვიცოდი, როგორ მომევლო თავისთვის, გაციებას მაინც ვერ გადავურჩი. საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნებულს უკვე მტანჯავდა შარდის ბუშტის ანთებისთვის დამახასიათებელი შემაწუხებელი სიმპტომები.

მოგვიანებით შევიტყვე, რომ ჩემს სნეულებას ახალდაქორწინებულთა ცისტიტი ერქვა და გაციებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. მალევე დავფეხმძიმდი, მაგრამ სიხარული ისევ ცისტიტის შემაწუხებელმა ნიშნებმა გამინელა. ისიც შევიტყვე, რომ ორსულობის პირველ სამ თვეს არავითარი წამალი არ უნდა მიმეღო, ჰოდა, მეც სხვა რა გზა მქონდა, წამლის ძებნა მცენარეულ საშუალებებს შორის დავიწყე. დიდი ხანი არ დამჭირვებია — ხალხურ რეცეპტებს შორის მრავლად აღმოჩნდა ცისტიტის სამკურნალო საშუალებები.

მკითხველს მხოლოდ მათ შევთავაზებ, რომლებიც თავად გამოვცადე და მარგო:

– აიღეთ 2 სუფრის კოვზი ასკილის დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15 წუთს, გააჩერეთ 2 საათს, გადაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.

2 სუფრის კოვზ ფარსმანდუკს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 1 საათს,
გადაწურეთ და დალიეთ 1/4 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე. მკურნალობის კურსი 7-10 დღე.

აიღეთ შვიტასა და გვირილის ყვავილები თანაბარი რაოდენობით. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 5 წუთს, 1 საათის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, 1/2 ჩაის ჭიქა ჭამამდე. მკურნალობის კურსი 10 დღეა.

– აიღეთ 20 გრამი ოხრახუშის თესლი და 30 გრამი დათვის კენკრა, 1 სუფრის კოვზ
ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და გააჩერეთ 6 საათს, შემდეგ 7-10 წუთს
ხარშეთ, გადაწურეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 1
კვირაა.

აიღეთ ნიახური და ფესვებიანად მოხარშეთ, გადაწურეთ და მოხარშული ფესვები
მიირთვით მთელი დღის განმავლობაში, ნახარში კი დღეში 3 ჭიქა მაინც უნდა დალიოთ. მკურნალობის კურსი 10 დღეა.

აიღეთ თანაბარი რაოდენობის ძირტკბილას ფესვი, სიმინდის ულვაში, ჭანგას, არყისა და დათვისკენკრას ფოთოლი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი, 6 საათით დააყენეთ, შემდეგ შედგით ნელ ცეცხლზე, 15 წუთს ადუღეთ და გაწურეთ. მიიღეთ დღის განმავლობაში რამდენიმე ულუფად. მკურნალობა დაავადების ჩაცხრობამდე გააგრძელეთ. თუ შედეგი რამდენიმე დღეში ვერ შეამჩნიეთ, ექიმს მიმართეთ.

აიღეთ 15 გ მინდვრის შვიტას ბალახი და 20 გ მრავალძარღვას ფოთოლი, 1 სუფრის
კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ, დატოვეთ 1 საათს და გადაწურეთ. მიიღეთ თბილი, 1 ჭიქა დღეში ერთხელ, საღამოს.

frenis kompensacia
frenis kompensacia