ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩემი თმა ყოველ ღამე იზრდება 1 სანტიმეტრით შუჩერებლად. თქვენს წინაშეა ჩემი  საიდუმლო, წაიკითხეთ და  მოამზადეთ !

956

ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩემი თმა ყოველ ღამე იზრდება 1 სანტიმეტრით შეუჩერებლად. თქვენს წინაშეა ჩემი საიდუმლო, წაიკითხეთ და მოამზადეთ !

ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი ამცირებს თმის ღერებიდან პროტეინის კარგვას და ამით თმას ჯანსაღ შესახედაობას უნარჩუნებს. მისი ეს თვისება კვლევებითაა დადასტურებული. ერთ-ერთი ასეთი კვლევის დროს ცდისპირებს თავის დაბანამდე და დაბანის შემდეგ წაუსვეს სამნაირი – ქოქოსის, მზესუმზირას და მინერალური – ზეთი, თითოეული პროცედურის შემდეგ კი შეუმოწმეს თმაში პროტეინის რაოდენობა.

აღმოჩნდა, რომ ქოქოსის ზეთმა თმის ღერებს ყველაზე უკეთ შეუნარჩუნა პროტეინი. მას საუკეთესო ეფექტი აღმოაჩნდა თმის ქიმიური დახვევის, ცხელი უთოთი გასწორების, მზეზე დიდხანს გაჩერების დროსაც.

თუ ქოქოსის ზეთს დაბანამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიზელთ თმაში, ის დაიცავს თმის ღერებს ზიანისგან, რომელიც მათ დაბანისას ადგებათ. თმა სწორედ დაბანის დროსაა ყველაზე მოწყვლადი, ანუ მაშინ, როდესაც სველია. დასველების დროს თმის ღერის სქელი ცენტრალური შრე იჟღინთება და იბერება, რაც კუტიკულებში სტრუქტურულ ცვლილებებს იწვევს. განსაკუთრებით საზიანოა სველი თმის დავარცხნა.

დაბანამდე წასმული ქოქოსის ზეთი ხელს უშლის თმის მიერ წყლის შეწოვას, რის შედეგადაც თმის ღერები ნაკლებად ფაშრდება და ძნელად ზიანდება, დაბანის შემდეგ წასმული კი ამცირებს ზიანს, რომელსაც თმა დავარცხნის, ფენით გაშრობის თუ უთოთი გასწორების შედეგად იღებს.

წაისვით აბუსალათინის ზეთი თმაზე

აბუსალათინის ზეთი ხელს უწყობს თმის ზრდას მუდმივი გამოყენებით და ცნობილია, რომ ხელს უწყობს თმის pH-ის დაბალანსებას .  გამოსაყენებლად საჭიროა მხოლოდ აბუსალათინის ზეთი დაასხათ თმის ძირებზე და შეიზილოთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაელოდეთ ბოლომდე გაშრობას და დაიძინეთ, კვირაში ორჯერ მოგიწევთ ამ პროცედურის გამეორება და დაინახავთ დღითიდღე როგორ იზრდება თმა. იწყებს ზრდას ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ადრე.

არგანის ზეთი

არგანის ზეთი ხშირად მოხსენიებულია, როგორც „თხევადი ოქრო“ ან „ჯადოსნური ზეთი“. იგი მშვენიერი ინტენსიური აღმდგენი თერაპიაა და ასევე, მზისგან დამცავ საშუალებასაც წარმოადგენს.

ასე რომ, თუ მრავალფუნქციური დანიშნულების ნატურალურ თმის პროდუქტს ეძებ, არგანის ზეთი ნამდვილად უნდა სცადო: ის გამომშრალ, მტვრევად თმას გაგიუმჯობესებს, ზედმეტ ხვეულებს მოგაშორებს და თმას დაზიანებისგან დაიცვას.

ჩემი საიდუმლო ზუსტად ამ ზეთებში მდგომარეობს. კვირაში სამჯერ ვისვამ ზეთს, თითო სახეობას ერთჯერ. ანუ ვანაცვლებ ამ სამ ზეთს. ეფექტი მართლაც გასაოცარია. ძალიან კმაყოფილი ვარ.

frenis kompensacia
frenis kompensacia