ყველა თქვენგანის სახლშია ეს მარტვი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტები, რომელთა დახმარებითაც შეიმსუბუქებთ სახსრების გაუსაძლის ტკივილის!

2235
frenis kompensacia
frenis kompensacia

ყველა თქვენგანის სახლშია ეს მარტვი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტები, რომელთა დახმარებითაც შეიმსუბუქებთ სახსრების გაუსაძლის ტკივილის!

ტკივილის თანდათანობითი მატება, შებოჭილობა და შეშუპება მუხლის სახსარში არის ოსტეოართრიტის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები. მუხლის სახსრის ართრიტი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, თუმცა ოსტეოართრიტი მათ შორის არის

ყველაზე გავრცელებული ფორმა. იგი მოიცავს ორ ძირითად პროცესს:

  • სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის დაშლა.
  • ანომალური ძვლოვანი წარმონაქმნების განვითარება სახსარში, ეგრეთწოდებული ოსტეოფიტები.

ამ დეგენერაციულმა პროცესმა შეიძლება საბოლოოდ გამოიწვიოს სახსრის ფუნქციის მოშლა, ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა სახსარში.

ტკივილი და შებოჭილობის შეგრძნება სახსარში რომელიც დასაწყის ეტაპზე შეიძლება დროდადრო ქრებოდეს გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდება მუდმივი ხასიათის. ასევე ძნელდება ისეთი ყოველდღიური მოქმედებები, როგორიცაა კიბეზე ასვლა, სკამიდან ადგომა და სხვა.

მუხლებთან, მხრებთან, იდაყვებთან და მაჯებთან დაკავშირებული პრობლემები თითქმის ყველასთვის ნაცნობია. განსაკუთრებით მათთვის,  ვინც მთელი დღის განმავლობაში ზის კომპიუტერთან. ეს პრობლემები განსაკუთრებით ძლიერად იჩენს თავს 45 წლის ასაკის შემდეგ. თუმცა ეს პრობლემები უფრო პატარა ასაკიდანაც იწყება.

რა თქმა უნდა, სახსრების ტკივილს შეიძლება ჰქონდეს სხვა მიზეზები, რომლებიც არ არის დაკავშირებული კომპიუტერთან და უმოძრაო ცხოვრების წესთან. ეს არის დაზიანებები, გადატვირთვები, მოტეხილობები, ართრიტი და რევმატიზმი.

ამ სტატიაში გაგიზიარებთ  ბერძნული  ხალხური მედიცინის რეცეპტს.  იგი შედგება  უმარტივესი ინგრედიენტებსგან. ეფექტურია პირველი გამოყენების შემდეგ.

საჭირო Ინგრედიენტები:

  •  1 სუფრის კოვზი თაფლი;
  •  1 სუფრის კოვზი მდოგვი (ცხარე);
  • 1 სუფრის კოვზი წვრილი მარილი;
  •  1 სუფრის კოვზი წყალი.

მომზადების წესი:

საფუძვლიანად აურიეთ ყველა ინგრედიენტი, მიიყვანეთ ერთგვაროვან ნარევამდე. შემდეგ ჩაასხით ხელის კრემის ცარიელ ქილაში ან ნებისმიერ სხვა კონტეინერში.

შემდეგ ჯერზე, როდესაც შეგექმნებათ დისკომფორტი სახსრებზე, უბრალოდ წაისვით ეს „კრემი“ მტკივნეულ ადგილზე. გადაიფარეთ  პლასტირი და ზემოდან თბილი ნაჭერი დაიდეთ. სასურველია  იყოს მატყლის.  ასეთი კომპრესი უნდა გაიჩეროთ  ორ საათამდე. უმჯობესია გაიმეოროთ პროცედურა ძილის წინ, რათა სახსრებმა დაისვენოს „მკურნალობის“ შემდეგ. ჩამოიბანეთ კრემი დილით.
გაიმეორეთ ეს პროცესი ზედიზედ 4-5 დღე.

ეფექტს პირველივე ჯერზე იგრძნობთ, ამიტომ მოტივაცია აუცილებლად გექნებათ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნარევი  უნდა ინახებოდეს მაცივარში და არა უმეტეს 5-6 დღისა.

ამინდი
amindi