განმაცვიფრებელი თვისებებით მდიდარი ეს მცენარე იზრდება თქვენს სახლში: ისწავლეთ მისი სწორად გამოყენება!

5212

 განმაცვიფრებელი თვისებებით მდიდარი ეს მცენარე იზრდება თქვენს სახლში: ისწავლეთ მისი სწორად გამოყენება!

ბარაქის ხის სამკურნალო თვისებები დაგეხმარებათ მრავალი დაავადებისგან თავის დაღწევაში, რადგან მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული და ბაქტერიციდული თვისებები..

ანგინა

გამოწურეთ წვენი ბარაქის ხის დაახლოებით 10 ფოთლისგან და დაუმატეთ ის ნახევარ ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალს. გამოივლეთ ასეთი ხსნარი დღეში საშუალოდ 5-ჯერ, რათა ანგინას მალევე გაუმკლავდეთ. შეეცადეთ, არ გადაყლაპოთ სითხე.

ართრიტი

ართრიტის დროს ბარაქის ხის ფოთლების წვენი მდგომარეობას საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ! უბრალოდ კარგად დაიმუშავეთ პრობლემური სახსრები ამ წვენის გამოყენებით, რათა ტკივილის უსიამოვნო შეგრძნება და შეშუპება სწრაფადვე დაამარცხოთ.

მწერებსი ნაკბენი

თუ ქავილის აუტანელი შეგრძნებისა და შეშუპების მყისიერად დამარცხება გსურთ, დაიმუშავეთ კანის შესაბამისი მონაკვეთი ბარაქის ხის ფოთლების წვენით.

კუჭის წყლულები

კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაავადებების დროს რეკომენდებულია ჭამამდე ერთი საათით ადრე მცენარის 2 ფოთლის ჩაღეჭვა. როგორც უკვე გითხარით, თუ ბარაქის ხის ფოთლების შინაგანად მიღებას გადაწყვეტთ, ჯერ აუცილებლად აიღეთ  ნებართვა ოჯახის ექიმისგან.

თირმელების დაავადებები

დააქუცმაცეთ დაახლოებით 5 ფოთოლი, დააასხით ნახევარი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და დააყოვნეთ 1 საათით. მიირთვით ყოველ ჭამამდე 15 წუთით ადრე 1 სუფრის კოვზის ოდენობით.

 კოჟრები

თუ კანი გაგირქოვანდათ, დაგებზარათ ან გაგიჩნდათ კოჟრები,  ბარაქის ხე აუცილებლად დაგეხმარებათ! მოაწყვიტეთ ფოთლები თქვენს მცენარეს, მოაცალეთ მას ზედა აპკისებრი გარსი, დაიფინეთ კოჟრებზე და დაიფიქსირეთ დოლბანდით ან პლასტირით. დაიტოვეთ სახვევი მთელი ღამით. ხანმოკლე დროში კოჟრებისგან და გარქოვანებული კანისგან კვალიც არ დარჩება!

ჩაზრდილი ფრჩილი

გაჭერით ფოთოლი შუაზე, დაიფინეთ პრობლემურ ფრჩხილზე და ზემოდან მჭიდროდ გადაიხვიეთ პარკი. როდესაც ის შეგაშრებათ, შეცვალეთ ახალი ფოთლით. ეს წვენი არბილებს ჩვენს ფრჩხილს, რის ხარჯზეც ჩაზრდილი მონაკვეთის მოჭრა გაცილებით იოლი და უმკტივნეულო ხდება.

 ვენების ვარიკოზი

ნახევარ ლიტრიანი ქილის 2/3 შეავსეთ ბარაქის ხის ფოთლებით და დაასიხთ იმ რაოდენობით ოჯახის არაყი, რომ ჭურჭელი ბოლომდე გაივსოს. დააყოვნეთ ნაყენი ბნელ და გრილ ადგილას დაახლოებით 1 თვის განმავლობაში. ვენების ვარიკოზული გაგანიერების წინააღმდეგ საბრძოლველად, რეგულარულად დაიმუშავეთ კანის შესაბამისი მონაკვეთები მომზადებული საშუალებით.

ბუასილი

მცენარის ფოთლების წვენი უნდა შეურიოთ დაახლოებით ანალოგიური რაოდენობით ვაზელინში და მიღებული მასა, ბამბის დისკის გამოყენებით, კარგად წაისვათ ანუსზე. დღის განმავლობაში ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ 2-ჯერ ან 3-ჯერ.

frenis kompensacia
frenis kompensacia