შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა ხანდაზმულ ასაკშიც – მეთოდი რომლის ეფექტურობაშიც ეჭვს ვერ შეიტანთ..

754

შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა ხანდაზმულ ასაკშიც - მეთოდი რომლის ეფექტურობაშიც ეჭვს ვერ შეიტანთ..

ჩემო ძვირფასებო, გწერთ 75 წლის ქალი, რომელიც, ღვთის შეწევნით, თავს კარგად
გრძნობს. თავს ვალდებულად ვთვლი, გასწავლოთ გულის ტკივილის, ჰაერის უკმარისობის, მაღალი წნევის საწინააღმდეგო წამლის მომზადება. ეს რეცეპტი ახალგაზრდობაში ერთმა ექიმმა მომცა, რომელიც სამკურნალო მცენარეების შესწავლით იყო გატაცებული.

ამ რეცეპტით ბევრჯერ მისარგებლია და საკმაოდ შედეგიანადაც:

ერთმანეთში კარგად აურიეთ 100 მლ შავბალახას, 100 მლ იორდასალმის, 100 მლ
კუნელის, 50 მლ პიტნისა და 50 მლ კატაბალახას სპირტიანი ნაყენები (უნდა შეიძინოთ აფთიაქში), დაუმატეთ კარგად დაფქული 25 გ მიხაკი, ჩაასხით ბოთლში და გააჩერეთ 10 დღე. მიიღეთ 25-25 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე 10 დღის განმავლობაში.

სამედიცინო გაგებით, ხანდაზმულობა 65 წლიდან იწყება. განასხვავებენ კალენდარულ და ბიოლოგიურ ასაკს. იდეალურ შემთხვევაში ისინი ერთმანეთს ემთხვევა. როდესაც ბიოლოგიური ასაკი უსწრებს კალენდარულს, ნაადრევ დაბერებაზე ვსაუბრობთ. დაბერების პროცესი ძალზე რთული ბიოლოგიური და ბიოქიმიური კასკადისგან შედგება.

ფიზიოლოგიურ პირობებში ის ნელა, დუნედ მიმდინარეობს, მაგრამ არსებობს ფაქტორთა მთელი წყება, რომელმაც შესაძლოა დაბერების ტემპი დააჩქაროს. მისი სიჩქარე, უპირველესად, ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული.

ამასთან, ადამიანს აბერებს ნებისმიერი არასასურველი პროცესი: მუდმივი სტრესი, ქრონიკული ავადმყოფობა, სოციალური ფაქტორები, – ერთი სიტყვით, ფსიქოლოგიური, ბიოლოგიური თუ სამედიცინო პრობლემები.

სიბერისთვის ზრუნვა ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ. ჯანმრთელი სიბერის ერთადერთი გარანტია ცხოვრების ჯანსაღი წესია. ის მოიცავს კვების, წყლისა და ღვინის სმის, ძილის, დასვენებისა და შრომის ჰიგიენას. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინება და ჰარმონიული შეჯერება აუცილებელია, რათა მშვიდად გავატაროთ სიბერე.

ადამიანი, განსაკუთრებით – ხანდაზმული, დღეში, სულ მცირე, ოთხჯერ უნდა იკვებებოდეს, ზედმიწევნით მრავალფეროვნად, რაც შეიძლება მოხერხებულ სივრცეში, დადებით გარემოში, სიმშვიდეში, ერთსა და იმავე დროს. თითოეულ ამ ფაქტორს საჭმლის მონელებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასე ორგანიზმი, მომნელებელი ფერმენტები შეწყობილად მუშაობენ და ნივთიერებათა ცვლა რეგულირდება. მიირთვით თუნდაც ძალიან ცოტა, მაგრამ ერთსა და იმავე დროს.

ისევე როგორც ნებისმიერი ასაკის ადამიანმა, ხანდაზმულმაც ბევრი წყალი უნდა სვას. ქართველი ხალხი ოდესღაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა წყლის სმის კულტურას. წყაროსთან შეჩერება და შესვენება ერთგვარი რიტუალი იყო. დღეს შესაძლოა წყალი არც კი შემოგთავაზონ, სამაგიეროდ უხვად მოგამარაგებენ ყავით ან გაზიანი სასმელებით.

frenis kompensacia
frenis kompensacia