ქალებში ასაკობრივი ლაქების ნებისმიერი პრობლემის მოხსნა შეუძლია ამ მეთოდს: დაგჭირდებათ: 30 გრ ხურმის ფოთოლი; 30 გრ ვაზელინი.

5101

ქალებში ასაკობრივი ლაქების ნებისმიერი პრობლემის მოხსნა შეუძლია ამ მეთოდს: დაგჭირდებათ: 30 გრ ხურმის ფოთოლი; 30 გრ ვაზელინი.

პიგმენტური ლაქები ეწოდება მუქ ოვალურ, ბრტყელ ადგილებს, რომლებიც კანის ზედაპირზე (სახე, ხელები, მხრები) წარმოიქმნება დაახლოებით 40 წლის ასაკის შემდეგ. მათ ღია ან მუქი ყავისფერი შეფერილობა აქვთ. ლაქების გამომწვევი შეიძლება იყოს მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედება, ჰორმონული და ასაკობრივი ცვლილებები, გარკვეული კოსმეტიკური საშუალებები, რიგი წამლების უკონტროლო მიღება.

დიდი რაოდენობით პიგმენტური ლაქა კოსმეტიკურ ნაკლად ითვლება. მთავარი საფრთხე ისაა, რომ ისინი შეიძლება ავთვისებიან წარმონაქმნებს ნიღბავდნენ. ამიტომაც, სანამ ასაკობრივი ლაქების მოშორებას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ისინი ჯანმრთელობის პრობლემების შედეგი არ არის. ამისათვის შეიძლება დაგჭირდეთ ისეთი სპეციალისტების კონსულტაცია, როგორებიც არიან თერაპევტი და ენდოკრინოლოგი, ასევე, გინეკოლოგი (ქალების შემთხვევაში).

მომზადების მეთოდი: აიღეთ ხურმის მწვანე ფოთლები, გარეცხეთ და გააშრეთ. დაფქვით და შემდეგ შეურიეთ ვაზელინს. გამოიყენეთ ნარევი, ყოველდღიურად 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

მიუხედავად იმისა, რომ კანის სხვადასხვა ტიპს აქვს სხვადასხვა შთანთქმის უნარი, ჩვეულებრივ, 10-15 დღის უწყვეტი გამოყენების შემდეგ ნახავთ ლაქების გაქრობას.

ხურმის ფოთლების გამოყენების მიზეზები:

ჩინური მედიცინის თანახმად, ხურმის ფოთლები შეიცავს ამინომჟავებს, ვიტამინებს, რუტინიუმს, მთრიმლავ ნივთიერებას და ა.შ. შეუძლია ეფექტურად ებრძოლოს ბაქტერიებს და იმოქმედოს, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება, გარდა იმისა, რომ ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს სილამაზეს და ხსნის ასაკობრივ ლაქებს.

ვაზელინს აქვს ტენიანობის შენარჩუნების უნარი. ის ასევე ხელს უწყობს ხურმის ფოთლებს, რათა შედეგი იყოს ეფექტური.

რისთვის გამოიყენება ხურმის ფოთლები:

1. აგრილებს სხეულს, კლავს წყურვილს.

2. ორგანიზმის იმუნიტეტის გაძლიერება, კიბოს და ეპიდემიური დაავადებების პრევენცია.

3. ამცირებს სისხლში ლიპიდების დონეს. თავიდან აიცილებთ ცერებრალური არტერიების გამკვრივებასა და კორონარულ დაავადებას.

4. არბილებს სისხლძარღვებს და ზრდის მათ ელასტიურობას, გარდა ამისა, არეგულირებს წნევას.

5. მოქმედებს, როგორც შარდმდენი საფაღარათო საშუალება, კიბოს საწინააღმდეგო საშუალება და ხელს უწყობს წონის დაკლებას.

6. ამშვიდებს ნერვებს.

7. ეფექტურია ასაკობრივი კანის პრობლემების გადასაჭრელად.

frenis kompensacia
frenis kompensacia