მინდა გასწავლოთ რამდენიმე ნიღბის რეცეპტი ლიმონის დამატებით, რომლებიც დაგეხმარებათ კანის ტონუსის გაუმჯობესებაში.
კანი არის სხეულის გარე საფარველი და, შესაბამისად, გვიცავს გარეგანი ზემოქმედებისაგან. ამიტომ, სხვადასხვა სეზონზე კანის მოვლის წესები იცვლება.ზაფხულში კანში გროვდება მეტი თავისუფალი რადიკალები, ასევე უნდა ვუფრთხილდეთ მზის სხივების ზემოქმედებით ფოტოდაბერებას. ცხიმიან კანზე კი ჩნდება მეტი გამონაყარი და კომედონები, რადგანაც ზაფხულში გამოიყოფა მეტი კანის ცხიმი.
კანის ბრწყინვალება და უზადო ფერი ნებისმიერი ქალის ოცნებაა. და ჩვენ მივიჩნევთ, რომ არსებობს ერთი სიტყვა, რომელიც ამას უნდა დაემატოს - "ბუნებრიობა".
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე უამრავი კოსმეტიკური საშუალებაა, ბუნებრიობა საუკეთესო საშუალებაა სილამაზის დასახვეწად.
ერთ-ერთი ასეთი ბუნებრივი კომპონენტი გახლავთ ლიმონი. გთავაზობთ რამდენიმე ნიღბის რეცეპტს ლიმონის დამატებით, რომლებიც დაგეხმარებათ კანის ტონუსის გაუმჯობესებაში.
1. ლიმონის წვენი
დაწურეთ ლიმონი და წაისვით წვენი სახეზე ბამბის დისკის მეშვეობით. ის გააუმჯობესებს კანის ფერს, ასევე, გაგათავისუფლებთ ლაქებისა და იარებისგან. გაიჩერეთ 10 წუთი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ სახე.
2. ლიმონი, პომიდორი, კურკუმა
შეურიეთ 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. ტომატის წვენი და 1 მწიკვი კურკუმა. ლიმონის, ტომატისა (ლიკოპინები და ანტიოქსიდანტები) და კურკუმას (ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება) დადებითი ზემოქმედება სახის კანისთვის საოცარი შედეგის მომტანია. წაისვით ეს პასტა სახეზე და გაიჩერეთ 20 წთ. შემდეგ დაიბანეთ.
3. ლიმონი, რძე და თაფლი
შეურიეთ 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. თაფლი და 1 ს.კ. რძის ფხვნილი. მიღებული მასა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ ცივი წყლით დაიბანეთ. გამოიყენეთ ეს ნიღაბი ყოველდღიურად კანის გასაღიავებლად.
4. ლიმონი და ქოქოსის წყალი
ლიმონისა და ქოქოსის წყლის ნარევი არამხოლოდ აუმჯობესებს კანის ფერს, იგი შესანიშნავად მოქმედებს, როგორც დამატენიანებელი საცხი და გამწმენდი საშუალება. შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ქოქოსის წყალს და გამოიყენეთ, როგორც ნიღაბი.
5. ლიმონი და სანდალის ხე
ნახევარი ლიმონის წვენი შეურიეთ 4 კოვზ სანდალის ხის ფხვნილს. თუ მასა ერთგვარი არ გამოვიდა, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი. წაისვით პასტა სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ეს ნიღაბი კანს გააღიავებს, ასევე, დაარბილებს და მოგაცილებთ ლაქებს.