საშინელ დღეში მქონდა ხელის თითები, ოდნავ სიცივეზეც კი ისე მტკივდებოდა, მოძრაობა მიჭირდა. ხელთათმანებით ვიძინებდი, თითებს ბოლომდე ვერ ვშლიდი. ჩემმა მძახალმა ეს რომ გაიგო, ძალიან უბრალო, მაგრამ უებარი საშუალება მასწავლა.

3205

საშინელ დღეში მქონდა ხელის თითები, ოდნავ სიცივეზეც კი ისე მტკივდებოდა,
მოძრაობა მიჭირდა. ხელთათმანებით ვიძინებდი, თითებს ბოლომდე ვერ ვშლიდი. ჩემმა მძახალმა ეს რომ გაიგო, ძალიან უბრალო, მაგრამ უებარი საშუალება მასწავლა.

სახსრის დაზიანებას მრავალი მიზეზი განაპირობებს. ის შეიძლება იყოს როგორც ანთებითი, ისე არაანთებითი ხასიათისა, განპირობებული იყოს ნივთიერებათა ცვლის მოშლით, კუნთოვან-იოგოვანი აპარატის თანდაყოლილი დეფექტით და სხვა. ყველაზე მეტად კი გავრცელებულია სახსრის არაანთებითი დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადება – ოსტეოართროზი. ეს ის არის, რასაც ხალხში “მარილებს” უწოდებენ.

ოსტეოართროზი სახსრების ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც სასახსრე ხრტილი დეგენერაციულ ცვლილებებს განიცდის. ხრტილოვანი ქსოვილი ცვდება, პატარავდება და კიდურა წანაზარდები – ოსტეოფიტები უჩნდება. შედეგად ვიღებთ სახსრების დეფორმაციას, რომელსაც რეაქტიული სინოვიტი მოჰყვება. ეს უკანასკნელი მეორეულია ხრტილის დეგენერაციულ ცვლილებასთან შედარებით, ამიტომ ტერმინი “ოსტეოართრიტი”, რომელსაც ხშირად იყენებენ უცხოეთში, მართებული არ არის, ვინაიდან დაავადების არსს არ ასახავს.

რეცეპტის მომზადება მდგომარეობს შემდგომში :

ჭიქაში უნდა ჩააგდოთ 1 ცალი დაფნის ფოთოლი და დაასხათ მდუღარე წყალი. როცა შეგრილდება, გადაწუროთ და დალიოთ. მეორე დღეს 2 ფოთოლს უნდა დაასხათ ერთი ჭიქა მდუღარე, მესამე დღეს 3-ს და ასე ახვიდეთ 10 ფოთლამდე, შემდეგ ასეთივე თანმიმდევრობით ჩამოხვიდეთ 1 ფოთლამდე.

ამ ნაყენით შეგიძლიათ უმკურნალოთ ოსტეოქონდროზს, ართრიტს, ართროზს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დაფნის ნაყენი სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს, ამიტომ მისი მიღებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.

ამ კურსს ვიტარებ 6 თვეში ერთხელ. ვისაც იგივე პრობლემა გაქვთ, სცადეთ, ეგებ თქვენც მოგიხდეთ.

2-3 ცალი მწარე წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 0,5 ჩაის ჭიქა მრავალძარღვასა და ხახვის წვენი, ძვლის ცხიმი, შედგით ნელ ცეცხლზე და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ადუღეთ.

ამ ნახარშით გაიკეთეთ კომპრესი მტკივან ადგილებზე, შეიხვიეთ თბილად და დაიტოვეთ მთელი ღამით.

2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბროწეულის ქერქს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათი ადუღეთ წყლის ორთქლზე, შემდეგ გაფილტრეთ, მდუღარე წყლით შეავსეთ 1 ჭიქამდე და მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე.

სახსრების ტკივილს უხდება შვრიაც:

აიღეთ 1 ჭიქა, დაასხით ერთი ლიტრი წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ მეოთხედი არ ამოშრება. ნახარში გაფილტრეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

frenis kompensacia
frenis kompensacia