ეს ნიღაბი ჩემთვის აღმოჩენაა – ყვითელი თიხის გასაოცარი ეფექტი სახის კანზე!

114

ეს ნიღაბი ჩემთვის აღმოჩენაა - ყვითელი თიხის გასაოცარი ეფექტი სახის კანზე!

კოსმეტიკური თიხა არის ბუნებრივი კანის მოვლის პროდუქტი, რომელმაც მონოპოლია აიღო კანის მოვლის სფეროში! მას შეხვდებით ცნობილი ბრენდების დასაბან საშუალებებში, ნიღბებში, სკრაბებში, პილინგებსა და ამქერცლავ/გამწმენდ საშუალებებში, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ კოსმეტიკურ თიხას აქვს რამდენიმე ფერი და თითოეულ თიხის ფერს სხვადასხვა დანიშნულება გააჩნია და გამოიყენება სხვადასხვა ტიპის კანზე.

ყვითელი თიხა - ეს თიხა საფრანგეთიდან მოდის და ცნობილია მისი უნიკალური დეტოქსიკაციის თვისებით, ამავე დროს, ამკვრივებს კანს, ავიწროვებს ფორებს და ამდიდრებს კანს საჭირო ვიტამინებით, მინერალებითა და მიკროელემენტებით.
ახორცებს ჭრილობებს და ხელს უშლის კანის გაღიზიანებას, ამიტომ თუ აკნე გაქვთ, ამ ნიღბის გამოყენება შეგიძლიათ, ისევე, როგორც ნებისმიერი ტიპის კანის მქონე ადამიანს.

მომზადების წესი: ხის კოვზით იღებთ 1 ს/კ თიხის ფხვნილს და ნელ-ნელა ამატებთ გამოხდილ წყალს, რომ თავი დავიცვათ ბაქტერიებისგან. უმატებთ წყალს და ურევთ. როდესაც არაჟნის სისქის მასას მიიღებთ, წაისვით და გაშრობის შემდეგ დაიბანეთ, ანუ, 10 წუთი გაიჩერებთ.

არ დაგავიწყდეთ - თიხასთან ყოველთვის ხის კოვზით და ჩხირით მუშაობთ, რადგან მეტალი თიხასთან რეაქციაში შედის და თვისებებს უკარგავს.
შეურიეთ  ერთი ჩაის კოვზი ციტრუსის წვენი და კალენდულას ნაყენი. დაამატეთ  თიხა, რომ მიიღოთ სქელი მასა.

წაისვით სახეზე, თვალებს მოარიდეთ. გაიჩერეთ 15-20 წუთი. ამ დროის განმავლობაში შემადგენლობა მთლიანად უნდა გაშრეს.
მოიშორეთ  წყლით  და წაისვით თქვენი ჩვეულებრივი კრემი.

ყვითელი თიხა  მშრალი კანისთვის.

ამისათვის დაგჭირდებათ:

  • ყვითელი ან ნებისმიერი ფერის თიხა.
  • ნებისმიერი  ეთერზეთი - ატამი, ნუში, ზეთისხილი, ჟოჟობა, გარგარი.

შეურიეთ თიხა და ეთერზეთი. წაისვით სახეზე, 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ . წაისვით მკვებავი  კრემი.

მშრალი კანისთვის თიხის ნიღბებს შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი, ცხიმიანი ხაჭო ან არაჟანი, ნაღები ან იოგურტი. კვერცხის გულიც გამოგადგებათ.

რეგულარულად გააკეთეთ ნიღბები თიხის საფუძველზე - კვირაში 2-ჯერ და კანი შესამჩნევად გაუმჯობესდება! მერწმუნეთ არასოდეს ინანებთ ამ ნიღბის გამოყენებას...

frenis kompensacia
frenis kompensacia