დღეს შემოგთავაზებთ ეფექტურ სამკურნალო რეცეფტს, რომლის გამოყენების შემდეგაც მუხლებში ტკივილი გაქრება.

1265
frenis kompensacia
frenis kompensacia

დღეს შემოგთავაზებთ ეფექტურ სამკურნალო რეცეფტს, რომლის გამოყენების შემდეგაც მუხლებში ტკივილი გაქრება.

მუხლის სახსარში ან მის გარშემო არსებულ ტკივილს მუხლის ტკივილი ეწოდება. მუხლის ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს თვითონ სახსართან ან რაიმე სხვა კონდიციასთან რაც აზიანებს რბილ ქსოვილებს - იოგებს, მყესებს, აბგებს.

მუხლის ტკივილი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ზოგიერთ შემთხვევაში მუხლის ტკივილი საკმაოდ მსუბუქია, მაგრამ ხანდახან ეს სიმპტომი იმდენად ძლიერია, რომ ყოველდღიურ ნორმალურ ცხოვრებას შეუძლებელს ხდის.

მუხლების ტკივილის მიზეზთა ჩამონათვალი ძალიან გრძელია, მაგრამ მე თქვენს ყურადღებას მხოლოდ ყველაზე გავრცელებულებზე შევაჩერებ.

მუხლის ტკივილის მიზეზებს მწვავე და სახსრის გადატვირთვის შედეგად მიღებულ დაზიანებებად ყოფენ. მწვავე დაზიანება ერთჯერადი ტრავმის შედეგად წარმოიშობა, ხოლო სახსრის გადატვირთვის დროს ტკივილის ინტენსივობა თანდათან იმატებს, იგი ტრავმასთან არ არის დაკავშირებული. ტკივილის მიზეზები ასაკის მიხედვითაც განსხვავდება.

მუხლის სახსრის ტკივილს ბევრი რამ იწვევს. უპირველესად კი ტრავმები (მენისკის დაზიანება, მყესის დაჭიმვა ან გაწყვეტა).

სახსრების ტკივილის 80%-ის მიზეზი ხრტილების ქსოვილის კვების დარღვევაა, ასევე დამნაშავეა მემკვიდრეობითობა, ინფექციები, ენდოკრინული დაავადებები. სახსრების ტკივილი – ართროზი შეიძლება დაემართოს ახალგაზრდასაც.

დღეს შემოგთავაზებთ ეფექტურ სამკურნალო რეცეფტს, რომლის გამოყენების შემდეგაც სახრებში ტკივილი გაქრება.

სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ინგრედიენტი:

  • ლიმონი 2 ცალი
  • სეზამის ზეთი

მომზადების წესები:

  1. ლიმონი დაჭერით პატარა ნაჭრებად და დააწყვეთ მარლაზე ან ბამბის ქსოვილზე.
  2. შემდეგ ჩადეთ სეზამის ზეთში. ამოიღეთ, გაწურეთ და საფენი დღეში 2-3-ჯერ 10-10 წუთით დაიფინეთ დაზიანებულ მუხლზე. გამოიყენეთ ნატურალური ინგრედიენტებით საშუალება და მიიღეთ გარანტირებული შედეგი.

ლიმონის ნაყოფი შეიცავს – ლიმონის მჟავას, შაქარს, პექტინს, გლიკოზიდს, ეთერზეთებს, ფიტონციდებს, ფიტოსტერინს, ფლავონოიდებს; A, C, E, D, P, B ჯგუფის და სხვა ვიტამინებს.

მინერალურ ნივთიერებებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს და სხვა.

სასარგებლო ნივთიერებებით არანაკლებ გაჯერებულია ლიმონის ქერქი (ცედრა). მასში C ვიტამინი სამჯერ მეტია, ვიდრე რბილობში. ქერქში უხვად არის ციტრინიც. გარდა ამისა, ცედრა მდიდარია P ვიტამინით, გლიკოზიდებით.

ლიმონს თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტიტოქსიკური, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ბაქტერიოციდული, ფუნგიციდური (სოკოს საწინააღმდეგო) და სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი.

ამინდი
amindi