რა უნდა გვახსოვდეს:
წაიღეთ თან ექიმის მიერ რეკომენდებული წამლები;
ძლიერმოქმედ წამლებს თქვენი ინიციატივით ნუ დაინიშნავთ;
კარგად დააკვირდით ვარგისიანობის ვადას;
გზაში კომფორტულად რომ ატაროთ გირჩევთ წამლები საიმედო კონტეინერში ჩააწყოთ.
ზღვაზე წასავლელად გამზადებული წამლების ყუთი უნდა შედგებოდეს შემდეგი მედიკამენტებისგან:
წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარი და სტერილური ბინტი იმ შემთხვევისთვის თუ გაიჭრით რამეს;
თუ მგზავრობა გიჭირთ მენთოლიანი ტაბლეტები იქონიეთ თან, ეს ძალიან დაგეხმარებათ.
აუცილებელია დამწვრობის სააწინააღმდეგოდ დამცავი ლოსიონი;
აუცილებლად იქონიეთ თან მწერების საწინააღმდეგო გელი;
გაცივების საწინააღმდეგო წამლები;
როდესაც გარემოს იცვლით ადვილი შესაძლებელია, რომ რაიმეზე ალერგია დაგემართოთ, ამიტომ გირჩევთ, რომ ალერგიის წამალი თან გქონდეთ.
არ დაგავიწყდეთ ნაბახუსევისთვისსაც გქონდეთ წამლები.