სილამაზის შენარჩუნებისთვის ნატურალური პროდუქტები მნიშვნელოვნად უკეთესი ვარიანტია ვიდრე სხვა როცედურები ჩატარება.

141

სილამაზის შენარჩუნებისთვის ნატურალური პროდუქტები მნიშვნელოვნად უკეთესი ვარიანტია ვიდრე სხვა როცედურები ჩატარება.

გირჩევთ, სცადოთ ეს მშვენიერი სახის ნიღაბი, რომელსაც აქვს საოცარი ლიფტინგის ეფექტი.

აღნიშნული ნიღაბი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ნაოჭების გაჩენა და ამავდროულად მოიცილოთ კიდეც რაც უკვე გაქვთ.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ხელნაკეთ ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბის რეცეპტს, რომელიც უდავოდ საუკეთესო ბუნებრივი გამოსავალია კანის გასაახალგაზრდავებლად.

ნატურალური  ინგრედიენტების შესანიშნავი კომბინაცია აღადგენს, კვებავს და ატენიანებს კანს, ამავდროულად უზრუნველყოფს ახალგაზრდა და ჯანსაღ იერს.

ამ ნიღბის  დამზადება ძალიან მარტივია, მაგრამ ყველაზე კარგი ის არის, რომ ნიღაბი ძალიან იაფი ინგრედიენტებისგან შედგება.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხის ცილა
  • ½ ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადება:

ჯერ კვერცხის ცილა გამოაცალკევეთ გულისაგან. შემდეგ ავთქვიფეთ კვერცხის ცილა თასში და დაამატეთ ლიმონის წვენი. ურიეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

Გამოყენება:

პირველი ნაბიჯი: კარგად გაიწმინდეთ სახე. ასევე, არ დაივიწყოთ კისერი.
შემდეგ თითებით  წაისვით ნიღაბი ნაზი, წრიული მოძრაობებით.

თქვენ უნდა გააჩეროთ ნიღაბი 5-10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანოთ თბილი ან ცივი წყლით . შემდეგ წაისვით დამატენიანებელი. საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდებულია ამ პროცედურის გამეორება კვირაში მინიმუმ 3-4 ჯერ.

შედეგებით გაოცებული დარჩებით! თუ გსურთ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, უნდა დაისვენოთ და თავიდან აიცილოთ ყველაფერი, რაც სტრესს იწვევს.

თქვენ უნდა იყოთ გარშემორტყმული ადამიანებით, რომლებსაც აქვთ დადებითი ენერგია. არასდროს არ უნდა შეწყვიტოთ სიცილი. მიირთვით ჯანსაღი საკვები, როგორიცაა ახალი და ორგანული ბოსტნეული და დალიეთ ბევრი წყალი. ძილი აუცილებელია, ამიტომ ეცადეთ იძინოთ მინიმუმ 7-დან 8 საათამდე დღეში.

სახის კანის მოვლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა, სანამ მასზე ზრუნვას დავიწყებთ,  უნდა გავიგოთ, თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს - მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული/მგრძნობიარე. მიუხედავად კანის ტიპისა, ყოველდღიური რუტინა შედგება დილა-საღამოს პროცედურებისგან.  თავისმხრივ, პროცედურებიც ოთხ ძირითად ნაწილის მოიცავს:

  1. გაწმენდა -  შევარჩიოთ შესაბამისი გამწმენდი საშუალება, რათა მოვიშოროთ მჭიდროდ ჩამჯდარი ჭუჭყის ნაწილაკები. მშრალი კანის შემთხვევაში სახე დავიბანოთ დღეში არაუმეტეს ორჯერ.
  2. შრატი - შრატი არის კანის მოვლის საშუალება , რომელიც გაწმენდის შემდეგი ეტაპია. მისი მიზანია კანის დატენიანება, ვიტამინებით გამდიდრება. უზრუნველყოფს კანის ყველაზე რთულად შეღწევადი ნაწილების, ღრმა შრეების დატენიანებასა და ერთფეროვანი ზედაპირის სტრუქტურას. შრატის გამოყენება რეკომენდირებულია დილის საათებში.
  3. დატენიანება - დატენიანების სხვადასხვა საშუალება არსებობს კანის ტიპის შესაბამისად. ცხიმიანი კანის ტიპის შემთხვევაში რეკომენდირებულია გელ-კრემის და არაკომედოგენული საცხის გამოყენება. მშრალი კანის შემთხვევაში კი არჩევანი მრავალფეროვანია.
  4. მზისგან დაცვა - მზისგან დამცავი საშუალება SPF 30 (Sun Protection Factor) სასურველია კანზე დავიტანოთ სახლიდან გასვლამდე 15 წუთით ადრე, რათა თავიდან ავიცილოთ მზის სხივების აქტიური ზემოქმედება. მით უფრო თუ თქვენი კანი მიდრეკილია პრობლემურობისკენ ან აკნესკენ.
frenis kompensacia
frenis kompensacia