ეს ბოსტნეულის სმუზი ძალიან სწრაფად გაწმენდს ღვიძლს! დღის საუკეთესო დასაწყისი თქვენი ჯანმრთელობისთვის.

338

ეს ბოსტნეულის სმუზი ძალიან სწრაფად გაწმენდს ღვიძლს! დღის საუკეთესო დასაწყისი თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ღვიძლი ადამიანის შინაგან ორგანოებს შორის ყველაზე დიდია. მას უნიკალური ანატომიური აგებულება და სისხლმომარაგება აქვს, რაც აუცილებელია მისი უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესასრულებლად.

ღვიძლის ძირითადი ფუნქციებია:

* ნაღვლის, სისხლის შედედების ფაქტორების, იმუნიტეტის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო ცილების, ვიტამინების სინთეზი;

* საკვები ნივთიერებების (გლუკოზა, ცხიმები, ვიტამინები) შენახვა`დაგროვება და საჭიროების შემთხვევაში გამოყენება;

* საკვებით მიღებული და ორგანიზმში წარმოქმნილი ტოქსინების, მედიკამენტების, ალკოჰოლის უვნებელყოფა და გამოყოფა;

* ორგანიზმის ენერგიით მომარაგება (ნახშირწყლების, ცხიმების, ცილების მეტაბოლიზმის პროცესში გამოყოფილი ენერგია აუცილებელია ყველა ორგანოს სრულფასოვანი მუშაობისთვის).

ამიტომ ღვიძლის გარეშე ადამიანი ისევე ვერ იცოცხლებს, როგორც, მაგალითად, კუჭის, ელენთის ან მსხვილი ნაწლავის გარეშე. ყველაფერთან ერთად, ღვიძლი ძირითადი ორგანოა, რომელსაც უნარი შესწევს, დაარეგულიროს სისხლში ქოლესტეროლის დონე, რომელიც ნაღვლის ბუშტის გავლით ნაწლავებში გადააქვს.

ეს სასმელი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ მეგა სასარგებლოც: ასუფთავებს ღვიძლს, აუმჯობესებს ორგანოების ჯანმრთელობას, მატებს ენერგიას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

რეცეპტისთვის საჭირო ინგრედიენტები:

  • სტაფილო - 3 ცალი; 
  • ვაშლი (მწვანე) - 2 ცალი; 
  • ჭარხალი - 1 ც.; 
  • გახეხილი ლიმონი - ნახევარი
  • ჯანჯაფილის ფესვი (ახალი) - რამდენიმე სმ სიგრძის ნაჭერი;
  •  სალათის ფოთოლი / ისპანახი - 2-3 ც.

მომზადების წესი:

გარეცხეთ და გაასუფთავეთ ყველა პროდუქტი. მოათავსეთ ბლენდერში და გახეხეთ. შემდეგ დაამატეთ 500 მლ წყალი. სასმელი მზადაა! შეინახეთ მაცივარში. სტაფილო შეიცავს ფლავონოიდებს, ასევე A ვიტამინს, რომელიც კვებავს ღვიძლს. პექტინის გამო ვაშლი აუმჯობესებს ტოქსინების გამოდევნას. ფოთლოვანი მწვანილი დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე და აძლიერებს ორგანიზმის დაცვას. ჯანჯაფილი ლიმონით აორმაგებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხსნის შებერილობას. უმი ჭარხალი მდიდარია ბოჭკოებით, რაც ძალიან სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავებისთვის. მე ვცადე ბევრი სხვადასხვა ბოსტნეულის სმუზი და როგორც ჩანს, ეს საუკეთესოა. ღვიძლმა მართლა შეწყვიტა შეწუხება, ამიტომ ახლა ყველას გირჩევთ!ჯანმრთელობას გისურვებთ!

frenis kompensacia
frenis kompensacia