"მედიკამენტები" სამზარეულოში! ამ სტატიაში მოცემულია 10 სასარგებლო და მარტივი რეცეპტი იმ სუნელებით, რომლებიც ყველას გვაქვს სახლში!
ევრი ჩვენთაგანისთვის ალბათ სუნელებს ერთი დატვირთვა აქვთ, რომ ჩვენს მიერ მომზადებული კერძის გემო უფრო მრავალფეროვანი და გემრიელი გახადონ. ალბათ ბევრს არ გვიფიქრია იმაზე თუ რა თვისება აქვს ამა თუ იმ სანელებელს და რამდენად სასარგებლოა ის ორგანიზმისთვის. ზოგჯერ აუცილებელიც კია ესა თუ ის სანელებელი რეგულარულად მივიღოთ გამომდინარე იქიდან თუ რა პრობლემები გვაწუხებს ან რისი პრევენცია გვსურს. იმაში კი დარწმუნებული ვარ რომ თქვენი სამზარეულოს თაროები ამ ნუტრიენტებით მდიდარი სანელებლებით შევსებულია.
მაღალი სიცხე
ტემპერატურას აქვეითებს 0,5 ლ წყალი რძით 1:1, შაქარი ან თაფლი გემოვნებით და 1 ჩაის კოვზი დაფქული ილი. ამ კომბინაციას აქვს ძალიან სწრაფი მოქმედება და მაღალი სიცხის დროს მართლაც უებარი საშუალებაა.
სიმძიმე მუცლის არეში
ჩაალბეთ ჯანჯაფილის ნაჭერი თაფლში და დაღეჭეთ. ეს მეთოდი მრაქტიკაშ ხშირად გამოცდილია და მინდა გითხრათ საკმაოდ წარმატებულად.
ნაწლავების პრობლემები (დიარეა)
0,5 ჭიქა იოგურტი განზავდეს 0,5 ჭიქა წყალში, დაუმატეთ ცოტაოდენი ჯანჯაფილი და მუსკატის კაკალი. კარგად აურიეთ და დალიეთ ერთმაბაშად. ცოტა ხნის განმავლობაშ არაფერი მიაყოლოთ, რათა დროული მოქმედება ჰქონდეს.
მეტეორიზმი
ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში თანაბარი რაოდენობით ჩაყარეთ შემდეგი ინგრედიენტები: 1 ჩაის კოვზი დაფქული კარდამონი, ამდენივე კამა და კოჭა. დალიეთ, როცა ცოტათი გაცივდება.
თავის ტკივილი
ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი ქინძი და ძირა 1 ჭიქა ცხელ წყალში. დალიეთ თანდათან, ყლუპებით. ასევე კარგი იქნება თუ დალევთ ერთ ჭიქა თბილ რძეს 2 ჩაის კოვზი სელის თესლით.
ცხიმიანი კანი - აკნე
დაუმატეთ 1 კოვზი ალოეს წვენი 1/4 ჩაის კოვზ კურკუმას. მიიღეთ პერორალურად 2-ჯერ დღეში, სანამ კანი არ გახდება გამჭვირვალე პრიალა და სუფთა. დაფქული ილის, დარიჩინის და დაფქული დაფნის ნარევი (თანაბარი პროპორციით) ჭიქა მდუღარე წყალში გახსენით, გააგრილეთ და დალიეთ.
ჭარბი მენსტრუაცია
მიიღეთ 1 ჭიქა თბილი რძე დღეში 2-3-ჯერ, შეურიეთ მასში 0,5 ჩაის კოვზი კურკუმა და ცოტაოდენი ზაფრანა. ეს ნარევი შეამცირებს ჭარბ გამონადენს.
გრიპი, გაციება
0,5 ჩაის კოვზი კოჭა და 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი ადუღეთ 0,5 ლიტრ წყალში 10 წუთის განმავლობაში. დალიეთ 1 ჭიქა ყოველ 3 საათში ცოტაოდენი თაფლით.